კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში სასამართლოს სარჩელით 45 - მა მასწავლებელმა მიმართა

17 სექტემბერი, 2010
კახეთში რაიონულ სასამართლოებს სარჩელით საჯარო სკოლებიდან გათავისუფლებულმა 45-მა მასწავლებელმა მიმართა. პედაგოგებს იურიდიულ დახმარებას არასამთავრობო ორანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უწევს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის იურისტების თქმით, დირექტორებმა პედაგოგები სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.
 
„საქართველოს კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“ 43-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სკოლის დირექტორი უფლებამოსილია ვადამდე შეუწყვიტოს მასწავლებელს შრომითი ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში. სკოლების დირექტორების მხრიდან არ არის წარმოდგენილი ვერავითარი საფუძვლიანი და დასაბუთებული არგუმენტი იმისა, რომ მასწავლებლების მხრიდან რაიმე დარღვევას ან გადაცდომას ჰქონდა ადგილი“, - განაცხადეს უფლებადაცვით ორგანიზაციაში.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი   

ახალი ამბები