კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოზურგეთში საჯარო მოხელეების გათავისუფლებას დაკავებები მოჰყვება

17 სექტემბერი, 2010
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, ზაზა გოგუაძემ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გიორგი ჩაგანავამ, საპროექტო და აზომვითი ნახაზების სამსახურის უფროსმა კახა გაგუამ, გამგებლის მოადგილე ლავრენტი ქვილორიამ და კიდევ ერთმა თანამშრომელმა, გიორგი თავართქილაძემ თანამდებობები დატოვეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ტაკიძემ მხოლოდ გოგუაძისა და თავართქილაძის გათავისუფლება დაგვიდასტურა. „გოგუაძემ და თავართქილაძემ გამგეობის კანცელარიაში სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება ამ დილით შემოიტანეს, რომელიც დავაკმაყოფილე“, - გვითხრა გამგებელმა.

საჯარო მოხელეების გათავისუფლება ოზურგეთის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი სპეციალისტის, მინდია დოლიძის დაკავებას უკავშირდება.
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დოლიძე ქრთამის აღების ფაქტზე 10 სექტემბერს დააკავეს.მტკიცების თანახმად, დოლიძემ მეწარმეს მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ ქრთამის სახით 13 000 ამერიკული დოლარი გამოსძალა.

როგორც ჩვენი წყარო ამბობს, გურიაში თანამდებობებს კიდევ ბევრი მაღალჩინოსანს დაატოვებინებენ, სავარაუდოდ ზოგი მათგანი შესაძლოა გისოსებს მიღმა აღმოჩნდეს.

შორენა ღლონტი, გურია

ახალი ამბები