კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პროკურატურას ბალღოჯიანის სკოლის დირექტორისადმი ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

21 სექტემბერი, 2010
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ პროკურატურას ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ზურაბ თაბაგარის მიმართ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის ცნობით, საქმის მასალებიდან იკვეთება, რომ პროკურატურა თაბაგარს ხელისუფლების მითითებით, ბალღოჯიანში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის დამარცხების გამო დევნის.

შეგახსენებთ, რომ სამართალდაცავებმა ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ზურაბ თაბაგარი რამდენიმე დღის წინ დააკავეს. თაბაგარს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. გურჯაანის რაიონული პროკურატურა თაბაგარს გარყვნილ ქმედებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

როგორც ცნობილია, 2010  წლის 9 ივნისს, ტელეკომპანია „იმედის“ დილის საინფორმაციო გამოშვებაში გავიდა სიუჟეტი, სადაც რამდენიმე მასწავლებელი ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლის დირექტორს ზურაბ თაბაგარს  მოსწავლის გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებდა.

„ერთ-ერთი მასწავლებელი მაია ცერცვაძე ბალღოჯიანის საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით; ნინო მოდებაძე აკაკი კეკენაძის რძალია და წინასაარჩევნოდ სოფელში აგიტაციას მის სასარგებლოდ ეწეოდა; აკაკი კეკენაძე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იყო სოფელში, რომელიც არჩევნებში დამარცხდა; ლიანა კუპატაძე - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აგიტატორი იყო ბალღოჯიანში, ხოლო ელდინო იობაშვილი - ამავე სოფელში სახელისუფლებო პარტიის კოორდინატორი“, - ნათქვამია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაში. ამასთან, ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ დაზარალებულად ცნობილი მოსწავლის ადგილსამყოფელი უცნობია.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები