კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა

21 სექტემბერი, 2010
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „პოლიციის შესახებ“ კანონში ტერმინის „შეჩერება და ზედაპირული შემოწმება“ შეტანას აპროტესტებს. იურისტების თქმით, აღნიშნული ფორმა წარმოშობს შეუსაბამოდ მაღალ რისკს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან თვითნებობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისათვის.

„კანონს ემატება ახალი მე-91 მუხლი, რომელსაც შემოაქვს ტერმინი შეჩერება და ზედაპირული შემოწმება. აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს პოლიციის თანამშრომლის მიერ პირის შეჩერებას იმისთვის, რათა დადასტურდეს ან გაქარწყლდეს ეჭვი ამ პირის დანაშაულში მონაწილეობის შესახებ. შეჩერებული პირი, მიუხედავად იმისა, რომ მას პრაქტიკულად შეზღუდული აქვს მიმოსვლის თავისუფლება და პოლიციელი აწარმოებს მის „არაფორმალურ“ დაკითხვას, არ სარგებლობს ადეკვატური პროცესუალური უფლებებითა და გარანტიებით, ვინაიდან არ გააჩნია განსაზღვრული სტატუსი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ აღნიშნული მექანიზმის არსებული ფორმით შემოტანა „პოლიციის შესახებ“ კანონში დაუშვებელია, ვინაიდან ის წარმოშობს შეუსაბამოდ მაღალ რისკს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან თვითნებობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისათვის“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით, საია საქართველოს პარლამენტს სთავაზობს კანონში შესატანი ცვლილების ახლებურ რედაქციას, რომელიც შესაბამისობაშია საერთაშორისო პრაქტიკაში არსებულ შეჩერებისა და ზედაპირული შემოწმების ინსტიტუტთან.

კანონპროექტი „ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“, რომელიც მოიცავს კანონის პროექტს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, პარლამენტის წევრებმა ლაშა თორდიამ, კახა ანჯაფარიძემ და ზვიად კუკავამ, საკანონმდებლო ინიციატივის წესით, პარლამენტში 2010 წლის 3 სექტემბერს წარადგინეს.

საია-ს დასკვნა შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე: http://gyla.ge/attachments/800_File.PDF

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები