კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შვილების გარეშე დარჩენილი დედა პროტესტის ნიშნად თავის დაწვით იმუქრება

21 სექტემბერი, 2010
სიღნაღის რაიონის დაბა წნორში მცხოვრები 24 წლის ნინო ქემაშვილი, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტომ 21 სექტემბერს დილით მესამე შვილი პოლიციის ძალით წაართვა, პროტესტის ნიშნად, სააგენტოს ოფისთან თავის დაწვით იმუქრება.

„6 წლის ანა და 3 წლის მიხეილ აბეწვაშვილები, სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩემი თანხმობის გარეშე თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში გასულ წელს გადაიყვანეს, რამდენიმე თვე კი მესამე ბავშვზე მედავებოდნენ. გაჭირვებული ხარ და ბავშვს სათანადო პირობებს ვერ უქმნიო. რა, გაჭირვებული რადგან ვარ, ბავშვის გაჩენის და ყოლის უფლება აღარ მაქვს? დღეს დილით მოვიდა აღმასრულებელი პოლიციელებთან ერთად და 1 წლის გიორგი მკერდიდან ამაგლიჯა. ეს ბავშვები მე გავაჩინე, როგორც შემიძლია ვზრდი, რატომ მაგლეჯენ ამ ბავშვებს, არ ვიცი. ალბათ, იმიტომ, რომ ერთხელ ბავშვის გაყიდვა შემომთავაზეს და უარი ვთქვი. ჩემმა ადვოკატმა სასამართლოს თავმჯდომარე ხვიჩა კიკილაშვილს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა, მაგრამ მოსამართლემ ჩვენი თხოვნა არ დააკმაყოფილა. უსამართლობის გამო, პროტესტის ნიშნად თავს დავიწვავ. ბავშვების გარეშე სიცოცხლე არ მინდა“, - განუცხადა ნინო ქემაშვილმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ვიდეომალასა, რომელიც 9 ივლისს არის მომზადებული: http://ick.ge/ka/videogallery/2011-2010-07-09-12-12-12.html     

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები