კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოხუმის რეჟიმმა გალის რაიონში ქართული ტელეარხების მაუწყებლობა აღკვეთა

22 სექტემბერი, 2010
სოხუმის რეჟიმმა გალის რაიონში ქართული ტელეარხების მაუწყებლობა აღკვეთა. ამის შესახებ ინტერნეტგამოცემა „კავკაზსკი უზელი“ იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, სოხუმის რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო კავშირგაბმულობის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გალის რაიონში, ენგურჰესის ტერიტორიიდან იმ გადამცემების დემონტაჟი მოახდინეს, რომელთა საშუალებითაც რაიონში ქართული ტელეარხები ვრცედლებოდა.

ზედამხედველობის დე-ფაქტო სამსახურის უფროსის ბესლან ხალვაშის განცხადებით, ამოღებულია ორი ტელეგადამცემი. მისი განმარტებით, გადამცემების მფლობელმა ორგანიზაციებმა და უწყებებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ და რადიოელექტრონული საშუალებების გამოყენების ნებართვა მიიღონ.

„აფხაზეთის ტერიტორიაზე მაუწყებლობის უფლება იმ ტელეარხებს ეძლევათ, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან და შესაბამისი ლიცენზია აქვთ. რამდენადაც ქართულ ტელეარხებს ეს ლიცენზია არ აქვთ, აფხაზეთის ტერიტორიაზე მათი მაუწყებლობა უკანონოა“, - განაცხადა ხალვაშმა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები