19:06, Wednesday, 23.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ევროსაბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებისგან წამებისა და სასტიკი მოპყრობის აღკვეთას მოითხოვს

22.09.2010

21 სექტემბერს სტრასბურგში ევროსაბჭოს წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტმა (CPT) გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოში მისი მე-4 პერიოდული ვიზიტის შესახებ, რომელიც  2010 წლის თებერვალში განხორციელდა. ანგარიში საჯაროდ გამოქვეყნდა საქართველოს ხელისუფლების თხოვნის საფუძველზე.

ვიზიტის დროს კომიტეტის წარმომადგენლებმა დაადგინეს, რომ პოლიციის მიერ დაკავებული ადამიანების მდგომარეობა საქართველოში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ბოლო წლებში და CPT მიესალმება საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ ყველა ზომას, რომელიც ითვალისწინებდა საპატიმროებში სასტიკი მოპყრობის აკრძალვას. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მტკიცებულების არსებობა კვლავ მოითხოვს ყურადღებას.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს სასტიკი მოპყრობის ფაქტების მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობა“, მათ შორის პოლიციელების ტრენინგების საშუალებით. ამ მიმართვაში ასევე ნათქვამია, რომ სასტიკ მოპყრობაში დადანაშაულებული ადამიანები, ან ისინი, ვისი უშუალო ხელშეწყობითა და წახალისებითაც ხდება აღნიშნული დანაშაული, უნდა დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით. უფრო მეტიც, პოლიციელებმა უნდა გაიარონ ტრენინგი ძალადობის აღკვეთის და მაქსიმალურად შემცირების მიზნით. კომიტეტი თავის ანგარიშში ასევე ყურადღებას ამახვილებს პოლიციელების მიერ ჩადენილი სასტიკი წამების ფაქტებზე შემოსული საჩივრების გამოძიებაზე და რეკომენდაციას აძლევს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები, რომ აღნიშნული ფაქტები გამოიძიონ ეფექტურად, როგორც ეს დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ.

რაც შეეხება ციხეებს, საპატიმრო დაწესებულებები მასობრივად გადატვირთულია. ციხეების მშენებლობის პროგრამის მიუხედავად, პატიმრების რიცხვის ზრდა საშუალებას არ იძლევა, ადამიანური პენიტენციალური სისტემა შეიქმნას ქვეყანაში. წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გააორმაგოს ძალისხმევა ციხეებში გადატვირთულობის აღსაკევეთად ისეთი პოლიტიკის შექმნით, რომელიც შეამცირებს ან დაარეგულირებს პატიმრების რიცხვს ქვეყანაში. კომიტეტმა ასევე რეკომენდაციით მიმართა ხელისუფლებას გადახედოს თითოეული პატიმრისათვის ეროვნული კანონმდებლობით დადგენილ ფართობს და თითოეულ მათგანს განესაზღვროს სულ მცირე 4 კვ/მ პენიტენციალური დაწესებულების საერთო საკნებში.

ვიზიტის დროს მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, წამების საწინააღდმეგო კომიტეტმა რეკომენდაციით მიმართა ხელისუფლებას, მიიღონ ყველა საჭირო ზომა, რომ გლდანის მე-8 საპყრობილის, ქსნის ციხის, გეგუთის მე-8 საპყრობილის ადმინისტრაცია ბოროტად არ იყენებდეს თანამდებობას და შეწყვიტონ პატიმრების მიმართ სასტიკი მოპყრობა.

თბილისის ასათიანის სახ. ფსიქიატრული ინსტიტუტის პაციენტები არ უჩიოდნენ პერსონალის მხრიდან სასტიკ მოპყრობას. თუმცა, საავადმყოფოში არსებული საშინელი მდგომარეობა შეუსაბამოს ხდის მასში პაციენტების მოთავსებას; აღნიშნული პირობები შეიძლება შეფასდეს როგორც არაადამიანური და ღირსების შემლახავი. ასათიანის ფსიქიატრიული კლინიკის ტრანსფორმირების დაგეგმილი პროექტის ფარგლებში წამების საწინააღმდეგო კომიტეტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციოს ყველაზე მწვავე პრობლემებს, როგორიცაა პაციენტების საცხოვრებელი პირობები და რაც მთავარია, გააუმჯობესოს ცენტრალური გათბობის სისტემა საავადმყოფოში.

გონებრივი და ფიზიკური პრობლემები მქონე ადამიანებისთვის ძევერაში არსებულ დაწესებულებაში წამების საწინააღმდეგო კომიტეტს არ მიუღია ინფორმაცია პაციენტების მიმართ სასტიკი მოპყრობის შესახებ და ზოგად საცხოვრებელ პირობებზე დადებითი შთაბეჭდილება შეექმნა. თუმცა, კომიტეტმა რეკომენდაციით მიმართა ხელისუფლებას, სისტემატურად და რეგულაროდ მოახდინოს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა, რის საფუძველზეც შესაძლოა, პაციენტს შესთავაზონ ფსიქო-სოციალრი რეაბილიტაცია, საჭიროებების შესაბამისად. ანგარიშში ასევე შეფასებულია სპეციალიზირებულ ინსტიტუციებში მოთავსებული ადამიანებისათვის იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის მდგომარეობა.

საქართველოს ხელისუფლება ამჯერად მუშაობს კომიტეტის მიერ განხილული საკითხების შესახებ საპასუხო ანგარიშის მომზადებაზე.

ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე:  http://www.cpt.coe.int/documents/geo/2010-27-inf-eng.htm
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC