კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟორდანიას სახელობის მეანგინეკოლოგიის ინსტიტუტი შენობის გარეშე დარჩა

24 სექტემბერი, 2010
დიდი ტრადიციების მქონე სასწავლო-სამედიცინო დაწესებულება - ჟორდანიას სახელობის მეანგინეკოლოგიის ინსტიტუტი შენობის გარეშე დარჩა. ინტიტუტის შენობის აუქციონზე გაყიდვასთან დაკავშირებით 23 სექტემბერს ინსტიტუტის დირექტორმა, არჩილ ხომასურიძემ პრესკონფერენცია გამართა.

ხომასურიძის განცხადებით, შენობა და მიწის ნაკვეთი აუქციონზე 15 სექტემბერს 2,5 მილიონ ლარად გაიყიდა. ქონების ახალი მფლობელი შპს „სანი“ გახდა.

ჟორდანიას სახელობის ინტიტუტის დირექტორი აცხადებს, რომ ინსტიტუტის ლიკვიდაცია არ მომხდარა და მუშაობას მომავალშიც გააგრძელებენ, თუმცა, ჯერ უცნობია, კონკრეტულად - რომელ შენობაში.

ხომასურიძე აცხადებს, რომ მათ ორი შეთავაზება აქვთ: დიღომში, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს პირველ სართულზე, 2000კვ.მ ფართი შეისყიდონ, 1 კვ.მ – 300 დოლარად, რისთვისაც 600 000 ლარია საჭირო; მეორე შეთავაზებით კი – გადავიდნენ თევდორე მღვდლის ქუჩაზე 13ა ნომერში, თოდუას კლინიკის ბოლო 2 სართულზე, რომელიც მხოლოდ კარკასია და მისი რემონტისთვის, დაახლოებით, 1 მილიონი ლარია საჭირო. ჟორდანიას სახელობის ინტიტუტს ამის ფინანსური საშუალება ჯერ არ აქვს.

ინსიტუტის დირექტორი აცხადებს, რომ შენობა სახელმწიფოს კუთვნილება იყო და, შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს უფლება, იგი სურვილისამებრ განკარგოს. თუმცა, ახალი მფლობელისგან სამედიცინო დაწესებულების შენობაში დროებით მაინც დარჩენას ითხოვს.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ინსტიტუტმა შენობა აუქციონიდან 7 თვის ვადაში უნდა დატოვოს. მეანგინეკოლოგიის ინტიტუტი კოსტავას ქუჩაზე 1953 წლიდან ფუნქციონირებს. დღეისათვის იქ 200 თანამშრომელი მუშაობს. ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტი, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის სასწავლო ბაზაა. ინსტიტუტი 28 წელია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სათანამშრომლო ცენტრია, ხოლო უშვილო ოჯახების მკურნალობის შედეგად, წელიწადში 840 ბავშვი იბადება.

„არც ერთი სამედიცინო დაწესებულება ღია ცის ქვეშ არ დარჩება. ჟორდანიას სახელობის მეან-გინეკოლოგიის ინსტიტუტს ჯანდაცვის სამინისტრტო ალტერნატიულ ფართს შესთავაზებს“, _ განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოცილური დაცვის მინისტრმა „პრაიმ ტაიმში“ გამართულ ბრიფინგზე.

როგორც მინისტრმა განაცხადა, სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია ჰოსპიტალური სექტორის რეფორმის გაგრძელება, რომელიც სადაზღვევო ბიზნესთან ერთად საქართველოში 46 ახალი საავადმყოფოს აშენებს ითვალისწინებს. ასევე დაგეგმილია სხვა საინვესტიციო პროექტებიც. მინისტრი აცხადებს, რომ ყველა დიდ ქალაქში მოსახლეობას კვალიფიციური სამედიცინო დახმარების მიღება უნდა შეეძლოს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები