კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სკოლის დირექტორს გათავისუფლებული პედაგოგის სამსახურში აღდგენა დაევალა

24 სექტემბერი, 2010
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ საჯარო სკოლებიდან გათავისუფლებული პედაგოგების სარჩელები წარმოებაში მიიღო. დღესვე სასამართლო სხდომაზე ბოდბის საჯარო სკოლის პედაგოგს ცისმარ დარჩაშვილსა და სკოლის დირექტორს მაია ოზბეთელაშვილს შორის მორიგება შედგა. მორიგების პირობების თანახმად, სასამართლომ სკოლის დირექტორს მასწავლებლის სამსახურში აღდგენა დაავალა.

ამ დროისთვის სიღნაღის რაიონულ სასამართლოში სკოლებიდან გათავისუფლებული პედაგოგების სულ 7 სარჩელია შესული. გათავისუფლებული მასწავლებლების ინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები