კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღში სასტუმრო „ფიროსმანის“ ადმინისტრაციის თანამშრომლები სცემეს

30 სექტემბერი, 2010
29 სექტემბერს გვიან ღამით ინციდენტი მოხდა სიღნაღში. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შს სამინისტროს მაღალჩინოსნის ერეკლე კოდუას მეგობრებმა სასტუმრო „ფიროსმანის“ ადმინისტრაციის თანამშრომლები გრიგოლ სინჯიაშვილი და გიორგი მჭედლიშვილი ცემეს. გრიგოლ სინჯიაშვილს ტვინის შერყევა და სხეულის მრავლობითი დაჟეჟილობები აქვს მიღებული. შედარებით მსუბუქად არის დაშვებული გიორგი მჭედლიშვილი.

თვითმხილველების ცნობით, ხუთმა მამაკაცმა, რომლებიც სასტუმროს ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ერეკლე კოდუას მეგობრებად გაეცნენ, ნომრები ითხოვეს. სასტუმრო მთლიანად დაკავებული იყო, რის გამოც გრიგოლ სინჯიაშვილმა მათი თხოვნა ვერ შეასრულა. ინციდენტიც ამის შემდეგ მოხდა. კოდუას მეგობრებმა სასტუმროს შესასვლელში მდგარი ძვირფასი ნივთები დაამტვრიეს და ადმინისტრაციის წარმომადგენლები სასტიკად ცემეს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს სიღნაღის რაიონულმა პროკურორმა დავით კოჭლამაზაშვილმა განუცხადა, მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

დაზარალებული გრიგოლ სინჯიაშვილი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც პოლიციიდან წერილობითი მიმართვაა საჭირო, პოლიცია კი მიმართვას არ იძლევა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები