კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსი სამხედროები ოკუპირებული მიწების დემარკაციაზე მუშაობენ

1 ოქტომბერი, 2010
გორის რაიონის სოფელ ქვემო ნიქოზთან, ე.წ. ნეიტრალურ ზონაში ოკუპანტებმა ადმინისტრაციულ საზღვარზე აზომვითი სამუაოები ჩაატარეს. ამის შესახებ ქვემო ნიქოზში მყოფ „ინტერპრესნიუსს“ კორესპონდენტს ადგილობრივმა მოსახლეობამ განუცხადა.

კონკრეტულად, ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, ორი დღის წინ ოკუპირებული ტერიტორიიდან ქვემო ნიქოზის განაპირას მდებარე ბაღებში სამი შეიარაღებული, ფორმიანი და ორიც სამოქალაქო პირი გადმოვიდა. მათ ტერიტორიის აზომვა დაიწყეს, შემდეგ კი აზომილ ტერიტორიაზე ბოძებით მონიშნეს. ამის შემდეგ აღნიშნული პირები ისევ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაბრუნდნენ. მათ ქმედებებზე ქართულ მხარეს რეაგირება არ მოუხდენია.

მოსახლეობის განცხადებით, ოკუპანტების მიერ აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის გამო ე.წ. ნეიტრალურ ტერიტორიაზე არსებულ სახნავ-სათესებში გადასვლას ვეღარ ბედავენ.

საქართველოს შსს-მ თავდაპირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსი მესაზღვრეები სადემარკაციო სამუშაოებს აწარმოებენ, რის შედეგადა საოკუპაციო ზოლის მეორე მხარე აღმოჩნდა სოფლების – ზემო და ქვემო ნიქოზის, დიცის, არბოსა და კორდის ტერიტორიების ნაწილი.

მოგვიანებით კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განახლებული ინფორმაცია გაავრცელა, რომლშიც სოფლების ჩამონათვალი ამოღებულია და აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ჯარების მიერ წარმოებული უკანონო საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები მნიშნელოვნად შეუშლის ხელს მიმდებარე ტერიტორიებისთვის, განსაკუთრებით კი სოფელ დიცისთვის, წყლის მიწოდებას.

რუსმა მესაზღვრეებმა ქართული მხარის ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს. ცხინვალის რეჟიმმა კი განაცხადა, რომ ე.წ. საზღვრის დადგენის სამუშაოებს მართლაც აწარმოებს, თუმცა ქართული სოფლების სიღრმეში გადაადგილება არ მომხდარა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები