კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატიმარი არასწორი მკურნალობის გამო გარდაიცვალა

1 ოქტომბერი, 2010
მაკა მალაყმაძე, აჭარა

ირაკლი, გიორგი და ნიკა ახლა ფოტოსურათებით იხსენებენ მამას, კახაბერ ბეჟანიძეს, რომელიც გასული წლის 26 სექტემბერს პატიმრობაში გარდაიცვალა. კლინიკური დიაგნოზის მიხედვით, გარდაცვალების მიზეზი კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება და მძიმე სეფსისი გახდა. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭომ ბეჟანიძის მკურნალი ექიმების მიმართ საქნცია გაატარა. თუმცა, ამ მხრივ, ყველაზე მაღალი სანქცია 4 თვით სერტიფიკატის შეჩერებაა. გარდაცვლილი პატიმრის მეუღლე, მარინა თურმანიძე კი, გარდაცვალებას არასწორ მკურნალობას აბრალებს და სახელმწიფოსგან კომპესაციის მოთხოვნას აპირებს. 

36 წლის კახაბერ ბეჟანიძე მძღოლი იყო. იგი ნარკოტიკის მოხმარების ბრალდებით 2006 წელს დააკავეს და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას ჰყავდა სამი მცირეწლოვანი შვილი, მეუღლე და ავადმყოფი მშობლები. ოჯახის ერთადერთი მარჩენალის დაპატიმრების შემდეგ, მეუღლე, მარინა თურმანიძე იძულებული გახდა, უფროსი შვილები, ირაკლი და გიორგი ბავშვთა სახლში დაეტოვებინა.

როგორც მარინა თურმანიძე ამბობს, მისი მეუღლე ჯანმრთელობის მხრივ არაფერს უჩიოდა არც დაპატიმრებამდე და არც ბათუმის #3 საპყრობილეში ყოფნისას. დაპატიმრებიდან სამი წლის შემდეგ კი დროდადრო ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა.

„სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ექიმებს ვთხოვდი, მიეხედათ მისთვის. მეუბნებოდნენ, რომ კახას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ იყო. გარდაცვალებამდე ერთი კვირით ადრე ციხიდან სხვა პატიმარმა დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი მეუღლე ორ დღესაც ვეღარ იცოცხლებდა. გავბედე და მაშინვე მინისტრს დავურეკე. სასჯელაღსრულების იმჟამინდელმა მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ცოტა ხანში გადმომირეკა და მაცნობა, რომ კახა წინაღამით გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში, რადგან მისი მდგომარეობა მძიმე იყო“, - იხსენებს გარდაცვლილი პატიმრის მეუღლე.

მარინა თურმანიძე ამბობს, რომ თავდაპირველად კახა ბეჟანიძეს კისერზე ამოკვეთეს ცხიმგროვა და მისი ჯანმრთელობის პრობლემებიც აქედან დაიწყო: „ამის შემდეგ მას ბევრი ორგანო დაუზიანდა. ორჯეს გაუკეთეს ოპერაცია კუჭზე. გარდაცვალების შემდეგ ოჯახს მისი პირადი ნივთები არ მოგვცეს. ღუდუშაურის კლინიკაში გვითხრეს, რომ მათთან მთლიანად შიშველი მიიყვანეს. გლდანში კი - ყველაფერი პატიმარს გავატანეთო. ხომ უნდა მოეცათ ჩემი ქმრის დახეული ტანსაცმელი, ხატები და ბავშვების ფოტოსურათები, რომელიც მას ციხეში ჰქონდა?!“

პატიმარი კახაბერ ბეჟანიძე გასული წლის 26 სექტემბერს გარდაიცვალა. საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს პროფესიული განვითარების საბჭომ, 2010 წლის 6 აგვისტოს სხდომაზე განიხილა. აღნიშნული საბჭოს გადაწყვეტილებით, 5 ექიმს _ სხვადასხვა ვადით (ზოგს - ოთხი, ზოგსაც - ერთი თვის ვადით) შეუჩერეს სერტიფიკატის მოქმედება, ხოლო 13 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მისცეს.

ავადმყოფ კახაბერ ბეჟანიძისთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ექსპერტული ანალიზის თანახმად, მკურნალობის ყველა ეტაპზე ავადმყოფის მკურნალობისას დაშვებულია შეცდომები.

ექსპერტული ანალიზი არ ეთანხმება ასევე ავადმყოფის გარდაცვალებამდე ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრიდან ბეჟანიძის დაბრუნებას პატიმართა და მსრჯავდებულთა სამედიცინო დაწესებულებაში: „ამგვარად მძიმე ავადმყოფის ტრანსპორტირება ერთი სამედიცინო დაწესებულებიდან მეორეში ხდება იმ შემთხვევაში, თუ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ავადმყოფი მკურნალობს, არ არის შესაბამისი საშუალებები. ამ შემთხვევაში კი მოხდა პირიქით - უფრო მაღალი დონის კლინიკიდან ავადმყოფი გადაიყვანეს სხვა კლინიკაში“.

ახალი ამბები