კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავში სამხედრო ნაწილთან საპროტესტო აქცია გაიმართა

4 ოქტომბერი, 2010
3 ოქტომბერს თელავში, სამხედრო ნაწილის მიმდებარე ტერიტორიაზე, რეზერვისტების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, რეზერვში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც მიჰყავთ. ამასთან, აქციის მონაწილეები თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისგან ითხოვენ განმარტებას, რატომ გახდა აუცილებელი რეზერვისტების და ჯარგამოვლილი პირების მობილიზაცია და სასწრაფო გადამზადება.

„ცოტა ხნის წინ გაიკეთა ოპერაცია. ნახევარი ღვიძლი მოაჭრეს. ავად არის და სამედიცინო კომისიამ, რომელიც ამოწმებს, ვარგისად ჩათვალა. არ აინტერესებთ ჯანმრთელია თუ არა, ყველას გადამზადებაზე უშვებენ“, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

თელავის სამხედრო განყოფილების უფროსის სერგი კალანდარიშვილის თქმით, ექიმები ყველა გამოძახებულ პირს ამოწმებენ და იმ შემთხვევაში თუ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვთ, დამატებით გამოკვლევაზე აგზავნიან ან სამხედრო გადამზადებისთვის უვარგისად თვლიან.

„ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო, როცა თავდაცვის სამინისტროდან ბრძანება მივიღეთ და რეზერვისტებს უწყებები დავუგზავნეთ“, - განაცხადეს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

რეზერვისტების მასობრივ გაწვევასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები