კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახმეტაში რთველით უკმაყოფილო გლეხი დააპატიმრეს

4 ოქტომბერი, 2010
ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა რთველით უკმაყოფილო გლეხი, ახმეტის რაიონის სოფელ ქისტაურში მცხოვრები ოთარ სააკაშვილი დააკავეს. ინციდენტი 2 ოქტომბერს მოხდა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თვითმხილველებმა განუცხადეს, ქისტაურში მყოფ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა მაისურაძეს მევენახემ უთხრა, რომ „ბადაგონის“ ღვინის ქარხანაში ყურძენს არ იღებდნენ, რაც გამგებელმა უარყო და გლეხს პროვოკატორი უწოდა.

თვითმხილველების თქმით, გამგებელმა ამის შემდეგ გლეხის მისამართით შეიგინა და მას მთავრობის მტერი უწოდა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. შელაპარაკების შემდეგ ახმეტის პოლიციის თანამშრომლებმა ოთარ სააკაშვილი დააკავეს. ახმეტის პოლიციაში ოთარ სააკაშვილის დაკავების ფაქტზე კომენტარი არ გააკეთეს. აღსანიშნავია, რომ ახმეტის პოლიციის უფროსი ზურა ფილაშვილი რაიონის გამგებლის კობა მაისურაძის დისშვილია.

დაზუსტებული ინფორმაციით, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნათელა ჯაშიაშვილმა ოთარ სააკაშვილს ხუთდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი დღეს დილიდან ცდილობდა თელავის სასამართლოში მოსამართლის დადგენილების გაცნობას, თუმცა სასამართლომ ჟურნალისტს ინფორმაცია არ გააცნო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურის უფროსის ნანა ვასაძის განმარტებით, სასამართლო ვალდებული არ არის ჟურნალისტებს ინფორმაცია ოპერატიულად მიაწოდოს. „სასამართლო თქვენზე არ არის მიბმული. მე რომ ჟურნალისტი ვიყავი, რამდენიმე დღე ვილოდებოდი ხოლმე. დაელოდეთ თქვენც და მიიღებთ“, - განაცხადა ვასაძემ.

ოთარ სააკაშვილის დაკავებასთან კავშირს უარყოფს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე. მისი თქმით, ის ქისტაურში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა გლეხის დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი   

ახალი ამბები