კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ახმეტის გამგებელს ნეპოტიზმში ადანაშაულებს

4 ოქტომბერი, 2010
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელს კობა მაისურაძეს ნეპოტიზმში ადანაშაულებს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის ცნობით, ახმეტის გამგებელს საჯარო სამსახურებში ნათესავები მასობრივად ჰყავს დასაქმებული.

გამგებელი მისი მოადგილის ვაჟა ნასყიდაშვილის მეჯვარეა; გამგებლის თანაშემწე - გიორგი მაისურაძე კობა მაისურაძის ბიძაშვილია; გამგებლის ბიძაშვილია მისი მძღოლიც - ბესო მაისურაძე; გამგებლის მდივანი ნინო მაილაშვილი კობა მაისურაძის ბიძაშვილის შვილია; გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი მაია ბოდაველი - კობა მაისურაძის ბიძაშვილის, ელგუჯა მაისურაძის რძალია; კობა მაისურაძის ნათესავია ახმეტის კულტურის ცენტრის დირექტორი თამაზ შაშიაშვილიც. იგი კობა მაისურაძის დის შვილის, ზურა ფილაშვილის ცოლის ბიძაა; გამგებლის ნათესავია ახმეტის პოლიციის უფროსიც. ზურა ფილაშვილი - კობა მაისურაძის დის შვილია. ზურა ფილაშვილის მამა, ანუ გამგებლის სიძე - ზურა ფილაშვილი (უფროსი) კი „ლიბერთი ბანკის“ ახმეტის ფილიალის მმართველია. გამგებლის ნათესავია სათნოების სახლის დირექტორი ლექსო იარაჯულიც. კობა მაისურაძე იარაჯულის მეჯვარეა.

 „ახმეტა პატარა რაიონია და შეიძლება, თანამდებობებზე ჩემი ნათესავები მუშაობდნენ. მათ შესწევთ უნარი, დაკისრებულ მოვალეობებს თავი გაართვან. ამ ადამიანებს ვენდობი და მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მაქვს მიღებული“, - ამბობს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა მაისურაძე.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები