კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსთავის თვითმმართველობის არაადეკვატური პრიორიტეტები

5 ოქტომბერი, 2010
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

62 წლის თენგიზ სანიკიძე რუსთავის მერიას წამლებისთვის ოცლარიან ვაუჩერს სთხოვს. ,,არჩევნების წინა დღეებში გვითრეს, რომ მერია წამლებზე ოცლარიან ვაუჩერს მოგვცემდა.მეგობრობის ქუჩის 26 ნომერში ვცხოვრობ. ჩვენი კორპუსის ყველა პენსიონერი პოლიკლინიკაში ვიყავით მისული. გაგვატარეს რეგისტრაციაში. ერთი საათი მოგვიწია დგომა. შემდეგ მერიაში მივედით და პოლიკლინიკიდან წამოღებული ქვითარი მივუტანეთ. გვითხრეს - ვაუჩერები იქნებაო, მაგრამ ამ დრომდე არაფერი მიგვიღია“ - ჩივის სანიკიძე.

მისი თქმით, წინასაარჩევნოთ მათ „ნაციონალების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თამაზ გველუკაშვილი კორპუსის ეზოში გზის დაგებასაც დაპირდა. თუმცა, ეს დაპირებაც ტყუილი გამოდგა.

საკრებულოს წევრი თამაზ გველუკაშვილი humanrights.ge-ს სატელეფონო ზარს არ პასუხობს, თუმცა ვაუჩერებთან დაკავშირებით საუბარზე რუსთავის მერია გვთანხმდება. ,,სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, შეჭირვებული პენსიონერებისა და ინვალიდების წამლების ოცლარიანი ვაუჩერით დახმარება 2008 წლიდან დავიწყეთ. ეს თანხა ზოგიერთ შემთხვევაში ოც ლარზე მეტიც იყო. არ მინდა, იფიქროთ, რომ წინასაარჩევნოდ ვარიგებდით ამ ვაუჩერებს. უბრალოდ, ვაუჩერების გაცემა ამ ეტაპზე შეწყვეტილია. როგორც კი თანხები გამოჩნდება ბიუჯეტში და აღნიშნული პროგრამის დაფინანსება გაგრძელდება, წამლის ვაუჩერების გაცემას კვლავ დავიწყებთ“, – გვითხრა რუსთავის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ნინო კორძაიამ.

ქალაქ რუსთავის მერს, მამუკა ჩიქოვანს წინასაარჩევნო დაპირებას უხსენებენ რუსთავის ლომოურის ქუჩის (#6) მცხოვრებნი: „ჩიქოვანი თვითონ იყო აქ მოსული და დაგვპირდა, რომ სარდაფის პრობლემას მოგვიგვარებდა. ჩვენი შენობის ფუნდამენტში წყალი დგას“, – ჩივის მოქალაქე ლელა გამისონია.

,,ბატონი მამუკასთვის ცნობილია ამ პრობლემის შესახებ. ამბობს, რომ როგორც კი შესაბამისი თანხები გამოჩნდება რუსთავის ბიუჯეტში, ამ შენობის პრობლემა მოგვარდება“, - გვითხრა რუსთავის მერის პრესმდივანმა სალომე გირკელიძემ რამდენიმე თვის წინ, როცა ამ თემაზე კომენტარი ვთხოვეთ. მას შემდეგ საკმარისი დრო გავიდა, ვიკითხოთ, მოგვარდა თუ არა პრობლემა.

როგორც გავარკვიეთ, აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსისთვის თანხები არ გამოიყო. თუმცა, სამაგიეროდ, ადგილობრივ ბიუჯეტში გამოიძებნა თანხები რუსთავის პოლიციის სამმართველოს შენობისთვის. ჩიქოვანის ინიციატივით, 45 000 ლარი ქალაქის ბიუჯეტიდან გადაეცა პოლიციას სამმართველოს შენობას სადრენაჟო სამუშაობისთვის. ასევე ქალაქის მერმა 6 000 ლარი ჩაურიცხა პოლიციას საოფისე ხარჯებისა და სამი ლეპტოპის საყიდლად.

ახალი ამბები