კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ზურაბ ადეიშვილი ქონების ჩამორთმევისას ანაზღაურებაში „საბაზრო ღირებულების“ გათვალისწინებას საჭიროდ არ მიიჩნევს

5 ოქტომბერი, 2010
ქონების ჩამორთმევისას ანაზღაურებაში „საბაზრო ღირებულების“ გათვალისწინებას, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საჭიროდ არ მიიჩნევს. აღნიშნულ საკითხზე დებატები 1 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლელებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას გაიმართა.

საპარლამენტო ოპოზიციამ კიდევ ერთხელ მოითხოვა კონსტიტუციაში იმ დათქმის ჩაწერა, რომლის მიხედვით, აუცილებელია, საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევისას ანაზღაურება მოხდეს წინასწარ, სამართლიანად, მაგრამ არანაკლებ საბაზრო ღირებულებისა.

საპარლამენტო უმრავლესობაც და იუსტიციის მინისტრიც კონსტიტუციაში საბაზრო ღირებულების ცნების შემოტანის საჭიროებას ვერ ხედავენ.

საპარლამენტო უმრავლესობა გამორიცხავს საპარლამენტო უმცირესობის არგუმენტს, რომ შესაძლოა, სასამართლოს მიერ სამართლიან ანაზღაურებად საბაზრო ღირებულებაზე ნაკლები თანხა იყოს მიჩნეული.

უმრავლესობის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ მოსამართლე სამართლიანი ანაზღაურების დადგენისას ისედაც გაითვალისწინებს ქონების საბაზრო ღირებულებას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა მაგალითად ევროდოკუმენტებიც მოიყვანა და განაცხადა, რომ იქ ყველგან სამართლიანი ანაზღაურებაა ნახსენები.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრის პოზიციას, ადეიშვილის განცხადებით, საქართველო თანამშრომლობს საფინანსო ინსტიტუტებთან და არაერთ პროექტს ახორციელებს, რისთვისაც, შესაძლოა, ქონების ჩამორთმევა საჭირო გახდეს იქ, სადაც ქონების საბაზრო ღირებულება შესაძლოა, საკმაოდ დაბალი იყოს.

„წალკაში შეიძლება ქონება ღირდეს სამი ათასი დოლარი, მაგრამ ეს თანხა საცხოვრებლად სხვაგან გადასასვლელად საკმარისი არ იყოს“, – განაცხადა ადეიშვილმა და დასძინა, რომ უმჯობესი იქნება, საქართველომ კონსტიტუციაში საერთაშორისო ტერმინოლოგია გამოიყენოს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები