კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გოკა გაბაშვილი - ვენეციის კომისიის ვერანაირი დასკვნა წერტილს ვერ დაუსვამს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე დებატებს

5 ოქტომბერი, 2010
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, გოკა გაბაშვილს არ ესმის, რატომ უნდა დაუსვას წერტილი ვენეციის კომისიის დასკვნამ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე დებატებს.

ამის შესახებ გაბაშვილმა 1 ოქტომბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით განხილვისას განაცხადა. გაბაშვილმა უპასუხა „ქრისტიან-დემოკრატ“ დეპუტატს, ნიკა ლალიაშვილს, რომელმაც წაიკითხა ვენეციის კომისიის კრიტიკა  პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე, ლალიაშვილმა ამ საკითხზე დებატებისთვის „წერტილის დასმა“ მოითხოვა.

გოკა გაბაშვილი კი აცხადებს, რომ ვენეციის კომისიის ვერანაირი დასკვნა ვერ დაუსვამს წერტილს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე დებატებს, რადგან საქართველო სუვერენული ქვეყანაა და თავად იღებს გადაწყვეტილებებს.

„წერტილს სვამს მხოლოდ ქართველი ხალხი და საქართველოს პარლამენტი“, – განაცხადა გაბაშვილმა და ზოგადად, პროექტით არსებულ უნდობლობის კონსტრუქციულ ვოტუმს მოქნილი უწოდა.

გაბაშვილმა იმ ქვეყნის მთავრობა გაიხსენა, რომელიც პოლიტიკური ტემპერამენტით საქართველოსთან ახლოს არის, კერძოდ - იტალიის და განაცხადა, რომ ამ ქვეყანაში ერთ თვეში 12 მთავრობა შეიცვალა მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ადამიანი მუდმივად გადადიოდა და გადმოდიოდა ერთი ფრაქციიდან მეორეში.

„საქართველოს არა აქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი რამ მოხდეს. საკითხი როცა  უნდობლობას ეხება, ეს კონცეპტუალურ საკითხებს უნდა ეფუძნებოდეს და არა ერთი ფრაქციიდან მეორეში გადასვლას“, – დასძინა გაბაშვილმა.

საპარლამენტო ოპოზიცია და ვენეციის კომისიაც მიიჩნევენ, რომ პროექტში პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები იმდენად გაწელილია, რომ ის პოლიტიკური კრიზისების წარმოქმნას შეუწყობს ხელს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები