09:53, Saturday, 14.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მუნიციპალიტეტების „საიდუმლო“ მეგობარი ქალაქები

05.10.2010

საბა წიწიკაშვილი, გორი
 
მუნიციპალიტეტებმა სხვადასხვა ქალაქებთან „მეგობრობას“ მოუხშირეს. მაგალითად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე უკრაინის ქალაქ ლუცკში „მეგობრობის“ მიზეზით ხშირად დადის. ბოლო ვიზიტის დროს მას თან შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი ახლდა. რეალურად არავინ იცის, ამ ქალაქებს შორის ნამდვილი მეგობრობის მიზეზი. მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც აგვისტოს თვეში შიდა ქართლის ხელისუფლების ვიზიტი უკრაინაში გასაიდუმლოებული იყო.

ფოტოზე : წინა პლანზე - გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე და ლუცკის მერი. უკანა პლანზე - შიდა ქართლის გუბერნატორი ზურაბ არსოშვილი.

უკრაინის ქალაქ ლუცკის მერიის ოფიციალური ინფორმაციით, 22 აგვისტოს ლუცკის დაარსებიდან 925 წლისთავთან დაკავშირებით, 8 ქვეყნის ქალაქის წარმომადგენლობა მეგობრობის აღმნიშვნელ მონუმენტთან შეიკრიბნენ. ის ქალაქის მნიშვნელოვანი ქუჩების - ლესია უკრაინკას და სენატორ ლევჩანივსკოის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარეობს. ამის შესახებ ლუცკის მერის ბოგდან შიბას ოფიციალური უწყება იტყობინება.

უკრაინული ქალაქ ლუცკის მეგობრების სიაში გორთან ერთად კიდევ 8 ქალაქი შედის, ესენია: ბრესტი (ბელარუსი); სიანტანი (ჩინეთი); ლიუბლინი, ტორუნი, ოლშტინი, ჟეშუვი, ზამოსცი (პოლონეთი). მონუმენტის გახსნის დროს არ იმყოფებოდა ჩინეთის წარმომადგენლობა.

იმავე წყაროს ცნობით, მონუმენტის ოფიციალურად გახსნის შემდეგ ლუცკის მერმა განაცხადა: „ეს არის ნიშანი იმისა, რომ ჩვენი ქალაქი ღიაა ყველასთვის და მზად ყველასთან ერთად ვიმუშაოთ“. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ბრესტში უკრაინის გენერალური კონსულის ივან ბარანჩიკის სიტყვა: „ეს მონუმენტი არის სიმბოლო იმისა, რომ ლუცკი არის ევროპული ქალაქი, თავისი ევროპული პარტნიორი ქალაქებით“.

მონუმენტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალის პარალელურად ბავშვებმა ჰაერში 9 ბურთის გაუშვეს. თითოეულ ბურთს თან ეწერა პარტნიორი ქალაქის სახელი საერთო სახელწოდებით - „ლუცკი 925“.

აი, ასეთ ღონისძიებას ესწრებოდნენ ხმალაძე და არსოშვილი აგვისტოს ცხელ დღეებში. ზურაბ არსოშვილის 2010 წლის 16 აგვისტოს გამოცემული განკარგულებაში უკრაინაში მის მოკლევადიან მივლინებასთან დაკავშირებითაა საუბარი. ჩვენ ასევე ხელთ გვაქვს არსოშვილის მიერ იმავე დღეს გამოცემული განკარგულება, რომლითაც ვიგებთ, რომ სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე გაიცა ხელფასის ოდენობის პრემიები. როგორც ირკვევა, პრემიები მხოლოდ ოთხმა თანამშრომელმა ზურაბ არსოშვილმა 2 950 ლარი, მისმა ორმა მოადგილემ - გიორგი თვალავაძემ 2 250 ლარი, ზურაბ ჩხეიძემ 2 250 ლარი და აპარატის უფროსმა პაატა გიორგაძემ 1 180 ლარი აიღეს. 

ჩვენ შენახული გვაქვს ადგილობრივი პრესსამსახურის მიერ ჯერ კიდევ გასულ წელს დიდი ამბით გავრცელებული ინფორმაცია, რომ გორი და ლუცკი „დამეგობრდნენ“. გორის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე ლუცკთან დამეგობრების დეტალებს ასე იხსენებდა: „ჩვენი მეგობრების ინიციატივით, თბილისში, უკრაინის საელჩოში, ჩავედი და, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით - ინტერნეტით გავაფორმეთ ხელშეკრულება. ონლაინ რეჟიმში ვხედავდი უკრაინული მხარის განწყობას. დიდი აჟიოტაჟი იყო შექმნილი, იქაური მედია აშუქებდა ამ მოვლენას; მეკითხებოდნენ, რა გჭირდებათ, რით დაგეხმაროთო. შემდეგ უკვე ჩვენი მეგობრებისგან წამოვიდა შემოთავაზება, რომ დევნილ ბავშვებს უმასპინძლებდნენ. ათეულობით მოზარდმა გაიარა სარეაბილიტაციო კურსი ლუცკში“
.
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC