კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ანტონიო მილოშოსკი: „საქართველოს ორ დაზარალებულ რეგიონში კვლავ მძიმე ვითარებაა“

6 ოქტომბერი, 2010
კონფლიქტიდან ორი წლის შემდეგ საქართველოს ორ დაზარალებულ რეგიონში კვლავ მძიმე ვითარებაა, - ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანტონიო მილოშოსკიმ განაცხადა.

მილოშოსკიმ აღნიშნა, რომ სხვა მნიშვნელოვან პრობლემებთან ერთად მინისტრთა კომიტეტის დღის წესრიგში საქართველოში არსებული მდგომარეობა რჩება.

„კონფლიქტიდან უკვე ორი წელი გავიდა და იმ რეგიონებში, რომლებსაც კონფლიქტი შეეხო, ვითარება კვლავ რთულია“, - განაცხადა მილოშოსკიმ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდთან ერთად თბილისში 2010 წლის 2 ივლისს იმყოფებოდა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს, ვიცე პრემიერ თემურ იაკობაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდა.

„განხილვების მთავარი თემა საქართველოსა და ევროსაბჭოს თანამშრომლობა იყო. განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის საქმეში ევროსაბჭოს ჩართულობის გაზრდას. ამ ზოგადი სიტყვების უკან ადამიანების პირადი ტრაგედიები დგას, რომლებიც არ უნდა დავივიწყოთ“, - განაცხადა ანტონიო მილოშოსკიმ.

მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტისას დევნილთა ბანაკიც მოინახულა და დაზარალებული ადამიანების ტრავმა ბოლომდე გააცნობიერა.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კონფლიქტის ტრაგიკული შედეგები შევამციროთ და ხელი შევუწყოთ დიალოგს. ჩვენი სტუმრობის შემდეგ მინისტრთა კომიტეტმა გენერალურ მდივანს სთხოვა, მის ანგარიშში წარმოდგენილი მიმართულებების განხორციელებას მიადევნოს თვალყური. გულწრფელად მჯერა, რომ მალე დაიწყება ამ ღონისძიებების სრულად განხორციელება და ყველა ჩართულ მხარეს ვთხოვ, ამ პროცესს ხელი შეუწყონ“, - განაცხადა მილოშოსკიმ.

მისივე თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებათა შესახებ გენერალური მდივნის ანგარიშს მინისტრთა კომიტეტი ნოემბერში მიიღებს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია 4 ოქტომბერს გაიხსნა და 8 ოქტომბერს დასრულდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები