კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო აფხაზეთის ობიექტების რუსეთისთვის გადაცემას აპროტესტებს

6 ოქტომბერი, 2010
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე ობიექტის რუსეთისთვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყოველგვარი გარიგება, რომელიც საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე განლაგებულ ქონებას შეეხება, უნდა დაიდოს საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით. წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი შეთანხმება, გარიგება თუ ხელშეკრულება უკანონო და ბათილია.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწვდის ინფორმაციას, რომ რუსეთი უკვე ღიად ახორციელებს საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე განლაგებული ქონების მიტაცებას.

„ეს ცალსახად მიუთითებს და კიდევ ერთხელ ცხადყოფს თუ რისთვის დასჭირდა რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის განხორციელება და ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" ცნობის ინსცენირება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროტესტს გამოთქვამს რუსეთის ქმედებების გამო და მოითხოვს რუსეთის მხარისგან, „შეწყვიტოს ყაჩაღური ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დაუყოვნებლივ მოახდინოს მათი სრული დეოკუპაცია“.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა 5 ოქტომბერს დაცვის ფედერალურ სამსახურს და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, ხელი მოაწერონ შეთანხმებას აფხაზეთთან რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული ზოგიერთი ობიექტის რუსეთისათვის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე. შეთანხმების პროექტში მითითებულია ქონებრივი კომპლექსები „გაგრა“ ქ. გაგრაში, „მიუსერა“ გუდაუთის რაიონის დასახლება მიუსერაში, და „პიცუნდა“ ქ. ბიჭვინთაში.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები