კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დავით გამყრელიძე „პასაჟისა“ და „კიდობანის“ ინდმეწარმეების დაკავებას აპროტესტებს

6 ოქტომბერი, 2010
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი დავით გამყრელიძე სავაჭრო ცენტრების „პასაჟისა“ და „კიდობანის“ ინდმეწარმეების მასობრივ დაკავებას აპროტესტებს .

როგორც პრესკონფერენციაზე დავით გამყრელიძემ განაცხადა, ისეთი სპეცოპერაციები როგორიც გუშინ და გუშინწინ ინდმეწარმეების წინააღმდეგ ჩატარდა, ცივილიზებულ სახელმწიფოებში ტერორისტების, ნარკოდილერების და საშიში რეციდივისტების ჯგუფების გასანეიტრალებლად ტარდება.

მისივე განმარტებით, როდესაც პირი საზოგადოებისათვის საშიშ დამნაშავეს არ წარმოადგენს, მისი დაპატიმრება არ შეიძლება.

გამყრელიძეს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოძიებას ინდმეწარმეებთან ისე უნდა ეთანამშრომლა, რომ მათი დაკავება არ მომხდარიყო. სპეცოპერაციის საშუალებით მათი დაკავება კი ხელისუფლებას მეწარმეების დასაშინებლად და ფულის გამოსაძალად სჭირდება.

„ისინი მზად არიან, ციხიდან გამოსახსნელად ნებისმიერი თანხა გადაიხადონ. ეს შავი სალაროს შესავსებად ყველაზე ეფექტური საშუალებაა. დაკავებულები გირაოში უძრავ-მოძრავ ქონებას, ბინებს ჩადებენ. გაყიდიან ყველაფერს თავისუფლების სანაცვლოდ, მაშინაც კი, როდესაც დანაშაულს ადგილი არა აქვს",-განაცხადა დავით გამყრელიძემ.

მისივე თქმით, მალე გავიგებთ ინფორმაციას, რომ ინდმეწარმეები 5 000-10 000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

გამყრელიძის განცხადებით, კიდევ 2 000-ზე მეტი ინდმეწარმე შეიძლება გახდეს დევნის ობიექტი, ვინაიდან ისინიც იგივე წესით ახდენდნენ თურქეთიდან საქართველოში საქონლის შემოტანას.

გამყრელიძე საერთაშორისო უფლებადამცავ ორგანიზაციებს მიმართავს, რათა ხელისუფლების მხრიდან ისტერიული „დაჭერომანია“ იყოს შეჩერებული.
დავით გამყრელიძე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვს.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები