კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთის ფედერაციას ჩეჩენი ოჯახებისთვის 400 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა

8 ოქტომბერი, 2010
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის ფედერაცია ჩეჩენი მასწავლებლის წამებასა და 2 ჩეჩენი გოგონას გატაცებაში დამნაშავედ სცნო.

სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებაში აღნიშნულია, რომ 2000 წელს 50 წლის ჩეჩენ მამაკაც მასწავლებელს მილიციელებმა ჯერ სცემეს, შემდეგ კი მარცხენა ყური მოაჭრეს. მოსამართლეთა თქმით, ისინი შოკირებული იყვნენ, რომ მსგავსი საზარელი დანაშაული მილიციელებმა ჩაიდინეს, რომლებიც სახელმწიფოს წარმოადგენენ. რუსეთს დაზარალებულის სასარგებლოდ 79 ათასი ევროს გადახდა დააკისრეს.

მეორე საქმე 2002-2003 წლებში ჩეჩენი გოგონების გატაცებას და გაუჩინარებას ეხება. სასამართლოს დადგენილებით, რადგან გატაცებულები დღემდე ვერ იპოვეს, შეიძლება ისინი გარდაცვლილებიც არიან.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთმა არ ჩაატარა ეფექტური გამოიძიება საქმის გამოსაკვლევად და ამით დამატებითი მორალური ზიანი მიაყენა გატაცებულების ნათესავებს. მათ სასარგებლოდ რუსეთს 321 ათასი ევროს გადახდა დაეკისრა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები