კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსამართლემ გივი ბერიკაშვილის ნათესავსაც პატიმრობა შეუფარდა

8 ოქტომბერი, 2010
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა მსახიობ გივი ბერიკაშვილის ნათესავს, „კიდობნის“ ინდმეწარმე ნინო ლორთქიფანიძეს აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ნინო ლორთქიფანიძე იმ 18 ინდმეწარმეს შორისაა, რომელთა აღმკვეთი ღონისძიების საკითხი მოსამართლე ფუხაშვილმა 7 ოქტომბერს განიხილა.

მოსამართლემ არ გაითვალისწინა ნინო ლორთქიფანიძის ადვოკატის შუამდგომლობა, დაკავებულისათვის აღმკვეთ ღონისძიების სახით10 000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით. სასამართლო სხდომაზე ადვოკატი განმარტავდა, რომ გივი ბერიკაშვილის ნათესავის, გურამ ლორთქიფანიძის შვილის, ხელოვნებათმცოდნე ნინო ლორთქიფანიძის თავისუფლებაში ყოფნა გამოძიების ინტერესებს საფრთხეს არ შეუქმნიდა.

ადვოკატის განცხადებით, ნინო ლორთქიფანიძეს აქვს მუდმივი საცხოვრებელი თბილისში, აქვს ოჯახი, ნასამართლევი არ არის, დებს 10 000 ლარიან გირაოს, რაც არის გარანტია, რომ გამოძიებას არ მიემალება და არც დოკუმენტებს გაანადგურებს. ადვოკატი ასევე აღნიშნავდა, რომ ოჯახი ნინო ლორთქიფანიძის კმაყოფაზეა და მისი დაპატიმრებით ოჯახს პრობლემები შეექმნება.

თუმცა, მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილმა ადვოკატის ეს შუამდგომლობა არ გაითვალისწინა და დააკმაყოფილა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოთხოვნა. ეს უკანასკნელი ნინო ლორთქიფანიძის დაპატიმრებას მოითხოვდა.

ადვოკატის განცხადებით, ინდმეწარმეებმა დოკუმენტებს ხელი ისე მოაწერეს, რომ არც ჩაუხედავთ, ვინაიდან 70-კაციანი რიგი იდგა და 40 ფურცლის წაკითხვა ასეთ ვითარებაში რთული იყო. დოკუმენტები კი კომპანია „ტრანსის“ მიერ გაყალბებული აღმოჩნდა.

ვაჟა ფუხაშვილმა წინასწარი პატიმრობა 8 დაკავებულს შეუფარდა, დანარჩენ ათს კი გირაო (5000-10000 ლარის ოდენობით). ისინი „ტრანსის“ თანამშრომლები და „კიდობანის“, აგრეთვე - „პასაჟის“ ინდმეწარმეები არიან. ყველა მათგანს ბრალად ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების გამოყენება ედება. ისინი 4-5 ოქტომბერს დააკავეს.

სასამართლო პროცესზე გივი და მანანა ბერიკაშვილები იმყოფებოდნენ.  გივი ბერიკაშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილების კომენტარისგან თავი შეიკავა, რათა ნინო ლორთქიფანიძეს პრობლემები არ შეექმნას. თუმცა, პროცესის დაწყებამდე მსახიობი აცხადებდა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ დააკავეს ნინო ლორთქიფანიძე.

ბერიკაშვილის თქმით, ლორთქიფანიძე ამბობს, რომ აღურიცხავი საქონლით არ ვაჭრობდა და ყველაფერი გაფორმებული ჰქონდა: „გადაზიდვა-გადმოზიდვისთვის არის დაკავებული. როგორც ამბობენ, რაღაც დოკუმენტებზე ხელი აქვს მოწერილიო. როგორც ვიცი, ყველაფერი გაფორმებული აქვს საბაჟოზე. მოვედი, რათა გავიგო საქმის ვითარება. ერთი ჩანთა ჰქონდა პერანგებით და ტანსაცმლით. არანაირ ნარკოტიკების გადმოზიდვასთან არ ჰქონია შეხება და რატომ უნდა იყოს დაკავებული“, - განაცხადა გივი ბერიკაშვილმა.

მსახიობის შვილის, მანანა ბერიკაშვილის თქმით, ნინო ლორთქიფანიძე მისი დეიდაშვილია, ხელოვნებათმცოდნეა და სავაჭრო ცენტრ „კიდობანში“ სავაჭრო ფართი ჰქონდა ნაქირავები.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები