კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მათ საბოლოო რეკომენდაციებს დაელოდოს

11 ოქტომბერი, 2010
ვენეციის კომისია მორიგ დასკვნაში საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაელოდოს კომისიის საბოლოო რეკომენდაციებს და საკონსტიტუციო ცვლილებების საბოლოო მიღებამდე „ზედმიწევნით გაითვალისწინოს“.

მორიგ დასკვნაში, რომელიც 8 ოქტომბერს დაიდო, კომისია მიესალმება ზოგიერთ ცვლილებას პროექტში, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არსაკმარისია უნდობლობის გამოცხადების შემცირებული ვადები; პრობლემები რჩება პრეზიდენტის და მთავრობის საგარეო პოლიტიკურ ფუნქციებთან დაკავშირებით და სასურველია პარლამენტის როლის შემდგომი გაძლიერება. კომისიას შენიშვნები აქვს ასევე მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნასთან დაკავშირებით.

დოკუმენტში ვენეციის კომისია ეხება იმ ბრალდებებს, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ხშირად გაისმის და რომლის მიხედვითაც, შემოთავაზებული საკონსტიტუციო რეფორმის მიზანი არა სისტემის გაჯანსაღება, არამედ პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენისთვის პირობების შექმნაა.

კომისიის განცხადებით, მის კომპეტენციაში არ შედის ამ თემაზე სპეკულაციები და გაუმართლებელია ამ პროექტის უარყოფა მხოლოდ იმ ბრალდებების გამო, რომ ეს არის ძალაუფლების საკუთარ თავზე მორგების მცდელობა.

კომისიამ კიდევ ერთხელ გაიმეორა პირველ დასკვნაში გამოთქმული მოსაზრება, რომ შემოთავაზებული პროექტი „რამდენიმე მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და სწორი მიმართულებით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს“ შეიცავს, არსებულ სისტემასთან შედარებით, რომელიც 2004 წელს იქნა შემოღებული.

ვენეციის კომისიამ რეკომენდაციების პირველადი ვარიანტი ივლისში გამოაქვეყნა, მაგრამ მას შემდეგ კონსტიტუციის ცვლილებების პროექტში არა ერთი შესწორება შევიდა. შესაბამისად, ეს არის კომისიის მოსაზრებათა განახლებული ვარიანტი, რასაც საფუძვლად უდევს ის ცვლილებები, რომელიც საკონსტიტუციო პროექტმა პარლამენტის მიერ, 1 ოქტომბერს, მეორე მოსმენით მიღების დროს განიცადა.

პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მესამე მოსმენით განხილვა და დამტკიცება მიმდინარე კვირაში აქვს დაგეგმილი. პროექტი პრინციპების დონეზე უკვე შეთანხმებულია, მიმდინარე კვირას კი მხოლოდ რედაქციულად გასწორდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები