კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ყვარლის პოლიციის თანამშრომლების დასჯას ითხოვს

11 ოქტომბერი, 2010
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ხუთი შვილის დედის ცემის და მასთან გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის დამყარების მუქარის გამო ყვარლის პოლიციის თანამშრომლების დასჯას ითხოვს. უფლებადაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა გამოძიება ჭიანურდება.

ორგანიზაციის ცნობით, ყვარლის პოლიციის თანამშრომლებმა 14 სექტემბერს ხუთი შვილის დედას თამარ ღელაღუტაშვილს პოლიციის შენობაში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ღელაღუტაშვილის განცხადებით, პოლიციელები მისგან ქურდობის აღიარებას მოითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მასთან გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის დამყარებით იმუქრებოდნენ.

როგორც გურჯაანის რაიონულ პროკურატურაში განაცხადეს, საქმე გამოსაძიებლად კახეთის საოლქო პროკურატურამ გაითხოვა. კახეთის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, ყვარლის პოლიციის თანამშრომლების მიმართ სხვა ფაქტებზეც მიმდინარეობს გამოძიება და საქმე გაერთიანდა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები