16:02, Tuesday, 29.09.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მიკროავტობუსის მძღოლი აცხადებს, რომ პოლიციამ ოპოზიციის მხარდამჭერების ტრანსპორტირების გამო დააჯარიმა

12.10.2010
საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 200-200 ლარით დააჯარიმეს იმ მიკროავტობუსების მძღოლები, რომლებმაც 29 სექტემბერს, სიღნაღის რაიონიდან თბილისში, „სახალხო კრებაში“ მონაწილეობის მისაღებად ოპოზიციის მხარდამჭერები გადაიყვანეს.

როგორც მიკროავტობუსების მძღოლებმა განაცხადეს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა საჯარიმო ოქმი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მიზეზით შეადგინეს, თუმცა დაჯარიმების რეალური მოტივი არ დაუმალავთ.

„2 ოქტომბერს მგზავრები გადამყავდა თბილისში, როცა ბაკურციხეში გამაჩერეს და 200-ლარიანი ჯარიმა გამომიწერეს. პირდაპირ მითხრეს - ეს იმისათვის, ოპოზიციის შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად ხალხი რომ წაიყვანეო. იმავე საღამოს გავიგე, რომ დანარჩენი 5 მძღოლიც დაუჯარიმებიათ“, - განაცხადა ერთ-ერთი მიკროავტობუსის მძღოლმა.

ამ საკითხზე საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოში კომენტარს არ აკეთებენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC