კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გუბერნატორისა და მერის საფეხბურთო მეგობრობას სახელმწიფო სახსრები შეეწირა

13 ოქტომბერი, 2010
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული მივლინებებით საჯარო მოხელეები წელიწადში რამდენჯერმე მიემგზავრებიან საზღვარგარეთ. საზოგადოებისთვის ხშირად უცნობია, ამა თუ იმ რეგიონის ჩინოვნიკები, სად და რა მიზნით მიდიან. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ შეეცადა,  ეს თემა ქვემო ქართლის მაგალითზე შეესწავლა. ამ მიზნით შესაბამისი საჯარო დაწესებულებებიდან ქვემო ქართლის გუბერნატორის, დავით კირკიტაძის, რუსთავის მერის, მამუკა ჩიქოვანისა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის, კახა გურგენიძის ოფიციალური ვიზიტების შესახებ  ინფორმაცია გამოვითხოვეთ.

საპასუხო წერილებიდან საინტერესო დეტალები გამოიკვეთა. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ჩამოთვლილი სამი საჯარო მოხელიდან, მივლინებებზე ყველაზე მეტი თანხა რუსთავის საკრებულოს ხელმძღვანმელს კახა გურგენიძეს აქვს დახარჯული – მისი ყოველი ვიზიტი საქმიანობასთან პირდაპირ კავშირშია. ასეთ ლოგიკურ კავშირს ნაკლებად ვხედავთ გუბერნატორისა და რუსთვის მერის ვოიაჟებში.

საერთო ჯამში, უცხოეთის მივლინებებისთვის კახა გურგენიძეს 2010 წელს დახარჯული აქვს 7853 ლარი. იგი სტუმრობდა გერმანიას, მაკედონიას და საფრანგეთს. გერმანიაში იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის დელეგაციებთან ერთად - ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის ჩამოყალიბების საკითხებზე სასაუბროდ. ხოლო მაკედონიასა და საფრანგეთში ევროკავშირის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებს ესწრებოდა. კერძოდ, მაკედონიაში იგი ქვეყნების რეგიონალური განვითარების სტრატეგიების საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო.

მისგან განსხვავებით, ბევრად უფრო მხიარული მივლინებები ჰქონდა გუბერნატორ დავით კირკიტაძეს. თანაც, ჩვენი ინტერესის არეალში მყოფი სამი საჯარო პირიდან, იგი ერთადერთი იყო, რომელმაც უარი გვითხრა თხოვნაზე,  ვიზიტების შესახებ ინფორმაციის მოწოდებისას დაეზუსტებინა, რა საკითხზე სტუმრობდა ამა თუ იმ ქვეყანას. „ბატონი დავითის ვიზიტის შესახებ ბრაზილიაში ჩვენ წერილობით მოგაწოდეთ ინფორმაცია, რომ ეს იყო ოფიციალური ვიზიტი. მეტს ვერაფერს გეტყვით“, – მოკლედ მოგვიჭრა კირკიტაძის პრესსამსახურმა.

ქვემო ქართლის გუბერნატორი ბრაზილიაში 2010 წლის 1-დან 11 თებერვლამდე იყო. მისი გამგზავრების შემდეგ რუსთავში ამბობდნენ, რომ კირკიტაძემ ბრაზილიაში მეუღლე და რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანიც წაიყვანა. ეს არაოფიციალური ინფორმაცია რადგან მოსმენილი გვქონდა, ვეცადეთ ამ ორი საჯარო მოხელის მივლინები შეგვედარებინა. აღმოჩნდა, რომ სწორედ თებერვლის დასაწყისში 1-11-მდე ბრაზილიაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა რუსთავის მერიც. კირკიტაძისგან განსხვავებით, მან მივლინების მიზეზი საპასუხო წერილში ჩაწერა: ბრაზილიური კლუბის „ატლეტიკო პარანაენსის“ პრეზიდენტის მიწვევა. აღნიშნულ კლუბს რუსთავის  საფეხბურთო გუნდ „ოლიმპთან“ მემორანდუმი აქვს გაფორმებული. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ არც მემორანდუმის გაფორმისას და არც შემდგომ ამ ორი სუბიექტის ურთიერთობისას მამუკა ჩიქოვანი არსად არ ფიგურირებდა. ჩნდება კითხვა - რა მიზნით დაპატიჟა „ატლეტიკო პარანაენსის“ პრეზიდენტმა მამუკა ჩიქოვანი, რომელსაც მანამდე, გუბერნატორიგან განსხვავებით, არც იცნობდა?! (კირკიტაძე საქართველოში ზემოთხსენებული მემორანდუმის გაფორმებისას გაიცნო).

„მე ვიცი, რომ ზამთარში აღნიშნული კლუბის პრეზიდენტმა დაგვპატიჟა ჩვენ ანუ „ოლიმპის“ ორი წარმომადგენელი და გუბერნატორი კირკიტაძე. დაგვათვალიერებინეს მოედანი, მოგვცეს გარკვეული რეკომემდაციები და ა.შ. რაც შეეხება მამუკა ჩიქოვანის იქ ყოფნას, მე არა მგონია, ისიც მანდ ყოფილიყო. კიდევ ერთხელ გეუბნებით - პირადად ჩემი ინფორმაციით, სამი კაცი იყო მიწვეული“, –გვითხრა „ოლიმპის“ პრესატაშემ, მიშა ჯორბენაძემ.

ამგვარად, უსაფუძვლო არ უნდა იყოს არაოფიალური ვერსია, რომ ჩიქოვანი ბრაზილიაში გუბერნატორმა „მეგობრულად წაიყვანა“. მერის ეს „მეგობრული ვიზიტი“ ქალაქ რუსთავის ბიუჯეტს 9 959 ლარი დაუჯდა. მამუკა ჩიქოვანი ასევე 2010 წელს იმყოფობოდა პოლონეთში ქალაქ გდინიაში - ამ ქალაქსა და რუსთავს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოსაწერად.

გდინიას მსგავსად რუსთავის დამეგობრებული ქალაქების სიაში შედის ინეგოლი (თურქეთი), როზერემი (დიდი ბრიტანეთი), კირუნა (შვედეთი) და კრასნოიარსკი (რუსეთი). არც ერთ ამ ქალაქთან რუსთავს განსაკუთრებული არაფერი აკავშირებს, თუ არ ჩავთვლით ჩინოვნიკების ერთჯერად ვიზიტებს. ნაკლებადშედეგიანი პრაქტიკის მიუხედავად, გდინიას რუსთავთან დასამეგობრებლად ჩიქოვანი მაინც ესტუმრა. ბრაზილიაში ვიზიტისგან განსხვავებით ეს სტუმრობა ბევრად უფრო მოკრძალებული თანხა - 1 754 ლარი დაჯდა.  

და ვუბრუნდეთ ბრაზილიას და დავით კირკიტაძის მივლინებებს. რაკი უკვე გავარკვიეთ, რომ ჩიქოვანისგან განსხვავებით, გუბერნატორი „ატლეტიკო პარანაენსის“ პრეზიდენტმა ოფიციალურად მიიწვია, უცნაურია, რატომ არ გაგვიმხილა ბრაზილიაში ყოფნის მიზეზი?

ლოგიკურად, ამისი მიზეზი შეიძლება იყოს გუბერნატორის უფლება-მოვალეობები, რომელსაც განსაზღვრავს „საქართველოს კანონი მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“. სადაც წერია: ა) სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი კოორდინაციას უწევს და აკონტროლებს საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს კანონის, საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ნორმატიული აქტების აღსრულებას. ბ) მთავრობის დავალებით ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში ახორციელებს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონალურ პროგრამებს.

ამ კანონში არსად წერია, რომ ფეხბურთის მოყვარულ გუბერნატორებს უფლება აქვთ, სახელმწიფო ბიუჯეტით დაიფინანსონ ვიზიტები, რომლებიც მათ მოვალეობებთან არანაირ კავშირში არ არის.

ახალი ამბები