კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მასწავლებელი მოსწავლეს ცემაში ადანაშაულებს

13 ოქტომბერი, 2010
სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლილი ოდიშელიძე ამავე სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეს ცემაში ადანაშაულებს. მასწავლებელმა საჩივრით გურჯაანის პოლიციას მიმართა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ინციდენტი გაკვეთილზე მოხდა. მასწავლებელმა მოსწავლე შეაგინა, რამაც ბავშვის გაღიზიანება გამოიწვია.

კარდენახის საჯარო სკოლის დირექტორის მაკა ღლიღვაშვილის განმარტებით, მოსწავლე ფსიქიურად გაუწონასწორებელია. „რომ შეხედავთ, ეტყობა, რომ მთლად ნორმალური არ არის. მისი ოჯახი ძალიან გაჭირვებულია და სკოლაში აგრესიული მოდის. რაც შეეხება ინციდენტს, მოსწავლეს ჩადენილი დანაშაულისთვის სკოლის დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით სასტიკი საყვედური გამოვუცხადეთ“, - აღნიშნავს სკოლის დირექტორი. იგი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ რომ ამავე მოსწავლეს დასჯის მიზნით თავად ცემს ხოლმე.

„ეგ არის სრული სიცრუე. დამისახელეთ ვინ მოგაწოდათ ეს ინფორმაცია და მერე ერთად გადავამოწმოთ თუ იტყვის. ამას არავინ დაადასტურებს“, - განაცხადა მაკა ღლიღვაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრს კარდენახის სკოლის უფროსკლასელმა მოსწავლეებმა განუცხადეს, რომ სკოლის დირექტორი მე-9 კლასის მოსწავლეს, რომელსაც მასწავლებლის ცემაში ადანაშაულებენ, დასჯის მიზნით ცემს ხოლმე.

რაიონული პოლიკლინიკიდან მიღებული ინფორმაციით, მასწავლებლის ცემაში დადანაშაულებული მოზარდი, რომელსაც სკოლის დირექტორი ფსიქიკურად გაუწონასწორებელს უწოდებს, სრულიად ჯანმრთელია.

მოზარდი მასწავლებლის ცემას უარყოფს. მისი თქმით, მასწავლებელმა ის შეაგინა, რის გამოც გაღიზიანდა, თუმცა მასწავლებელი არ უცემია.

მასწავლებლის საჩივრის საფუძველზე გურჯაანის პოლიციაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მოზარდის ინტერესების დასაცავად საქმეში „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ჩაერთო. უფლებადაცვითი ორგანიზაციის იურისტის განცხადებით, საქმე შესწავლის პროცესშია, თუმცა სხვადასხვა პირებისგან მიღებული ახსნა-განმარტებებით უკვე დადასტურებულია, რომ მოზარდს სკოლაში ხშირად შეურაცხყოფენ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ახალი ამბები