კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აშშ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების მომხრეა, თუმცა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს კვლავ ოკუპირებულად მიიჩნევს

18 ოქტომბერი, 2010
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს რუსეთის განზრახვას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, თუმცა რუსი სამხედროების ყოფნას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ამ დრომდე ოკუპაციად მიიჩნევს. სააგენტო „იტარ-ტასის“ ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა არაკომერციული ორგანიზაცია „თანამეგობრობის კლუბში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რუსეთმა გახსნა თავისი ტერიტორია ავღანეთში იარაღისა და ტექნიკის ტრანზიტისთვის; ჩვენთან ერთად იბრძვის ტერორიზმისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ“, - აღნიშნა კლინტონმა.

ამასთან, სახელმწიფო მდივანმა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთში ადამიანის უფლებები დღემდე ირღვევა.

როგორც „იტარ-ტასი“ წერს, ეს არ არის პირველი კრიტიკა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე გამოთქვა. 2009 წელს, ადამიანის უფლებათა შესახებ ყოველწლიურ დასკვნის პრეზენტაციისას კლინტონმა განაცხადა, რომ სამოქალაქო თავისუფლება რუსეთში ნარჩენების სახით არსებობს. მან ისაუბრა ხელისუფლების მიერ საკუთარ მოქალაქეებზე ზეწოლის გაძლიერებაზე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან კავშირში. ასევე, აღნიშნა რუსეთის ხელისუფლების უუნარობა ჟურნალისტების მკვლელობის გამოძიების საკითხში, კონკრეტულად კი, ანა პოლიტკოვსკაიას საქმე დაასახელა.

რუსეთი ვმო-ში გაწევრიანებას 1993 წლიდან ცდილობს. თუმცა აშშ-ის პრონციპულ თანხმობას მხოლოდ წელს მიაღწია.

ამასთან, „იტარ-ტასის“ ცნობით, შეთანხმების მიღწევის შემდეგ, 7 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა, რომ რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებას თბილისი მხარს დაუჭერს იმ შემთხვევაში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში ერთობლივი საბაჟო კონტროლი დაწესდება.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები