კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროსაბჭო და ევროკავშირი სოფელ პერევიდან რუსული ჯარის ნაწილების გასვლას მიესალმება

19 ოქტომბერი, 2010
ევროსაბჭო სოფელ პერევიდან რუსული ჯარის ნაწილების გასვლას მიესალმება. ამის შესახებ რუსული რადიოსადგური „ეხო მასკვი“ იუწყება .

ევროსაბჭო ქართული სოფლიდან რუსი მესაზღვრეების გასვლას „კონფლიქტური ვითარების პოზიტიურ განვითარებად მიიჩნევს“.

ევროსაბჭომ კონფლიქტის მხარეებს შემდგომი დიალოგისა და რეგიონში ვითარების ნორმალიზებისკენაც მოუწოდა.

პერევში რუსული საგუშაგოს გაუქმებას ასევე მიესალმება ევროკავშირი. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ქეთრინ ეშტონმა.

„მივესალმებით რუსული საკონტროლო-გამშვები პუნქტის გაუქმებას ქართული სოფლის, პერევის ტერიტორიაზე, როგორც ეს იყო გაცხადებული 14 ოქტომბერს, ჟენევის დისკუსიების მე-13 რაუნდზე. ამ ფაქტს პოზიტიურ ნაბიჯად განვიხილავთ. მოუთმენლად ველოდებით შემდგომ პროგრესს 2008 წლის 12 აგვისტოს 6-პუნქტიანი შეთანხმების შესრულების მხრივ, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით შედგა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, სადამკვირვებლო მისიის მონიტორებმა ევროკავშირს აცნობეს, რომ რუსული საკონტროლო-გამშვები პუნქტი პერევში 18 ოქტომბერს გაუქმდა.

„ევროკავშირი უწინდებურად კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მომხრეა. მოვუწოდებ მხარეებს, გამოიყენონ რეალური ძალისხმევა ვითარების შემდგომი ნორმალიზებისთვის და განაგრძონ მონაწილეობა დიალოგში, როგორც კონფლიქტის შედეგების, მათ შორის ჰუმანიტარული მდგომარეობის დასაძლევად საჭირო ერთადერთ საშუალებაში“, - აღნიშნულია ეშტონის განცხადებაში.

რუსმა მესაზღვრეებმა სოფელი პერევი 18 ოქტომბერს დაახლოებით, 18.00 საათისთვის დატოვეს. მათ დაცალეს სამორიგეოს შენობა, წაიღეს ინვენტარი, მოხსნეს შლაგბაუმები და ოსური მხარის მიერ კონტროლირებად სოფელ ქარძმანში გადავიდნენ.

ამ დროისთვის სოფელში სრული სიმშვიდეა. პერევში, ქართულ პოლიციასთან ერთად, ევროკავშირის დამკვირვებლებიც იმყოფებიან.

ამასთან, როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა განუცხადა, შესაძლოა, რუსმა სამხედროებმა პერევში ნაღმები დატოვეს, ამიტომ 19 ოქტომბრიდან სოფლის შემოწმება დაიწყება.

ქართული პოლიცია ამ დროისთვის საჩხერის რაიონის სოფელ პერევს სრულად აკონტროლებს.

14 ოქტომბერს, ჟენევის მოლაპარაკებების მე-13 რაუნდის შემდეგ, რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა განაცხადა, რომ რუსი მესაზღვრები სოფელ პერევს უახლოეს დღეებში დატოვებდნენ. პერევის შესასვლელში რუსულ პოსტზე კონტროლოს შესუსტება 17 ოქტომბერს დაიწყო.

პერევი ერთადერთი ქართული სოფელია, რომელიც 2008 წლის ოკუპაციის შემდეგ რუსმა სამხედროებმა დატოვეს. დღემდე ოკუპირებული რჩება 2008 წლის ომის შედეგად დაკავებული დიდი და პატარა ლიახვის, ასევე ფრონეს ხეობების ქართული სოფლები და ახალგორის რაიონი მთლიანად.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები