ქართველი დედები და მეუღლეები ოჯახის წევრთა საქმეების ობიექტური გამოძიების მოთხოვნით ბრიუსელში გაემგზავრნენ
19.10.2010
ქართველი დედები და მეუღლეები ოჯახის წევრთა საქმეების ობიექტური გამოძიების მოთხოვნით ბრიუსელში გაემგზავრნენ.
როგორც "პირველს" ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ აცნობა, ბრიუსელში "პატრულის" თანამშრომელთა მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი, როინ შავაძის დედა ციალა შავაძე, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული და ადგილობრივი უფლებადამცველების მიერ პოლიტპატიმრად აღიარებული სამხედრო ექსპერტის ვახტანგ მაისაიას მეუღლე ელენე მაღრაძე, გოლფის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის, ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ მოხმარება-შენახვისთვის გასამართლებული, ადგილობრივი უფლებადამცველების მიერ პოლიტპატიმრად შერაცხული მერაბ რატიშვილის მეუღლე ეკა შიხვაშვილი გაემგზავრნენ.
"ბრიუსელში ჯგუფი როგორც ელჩებს, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის შესაბამისი საქმეების გამოძიებასთან დაკავშირებით საკუთარი პრეტენზიების თაობაზე. ქართველბი ქალები სამშობლოში ორ დღეში დაბრუნდებიან და ვიზიტის შედეგებიც შემდეგ გახდება ცნობილი" - დასძინა მან.
საინფორმაციო სააგენტო „პირველი“
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
მე აფხაზეთში მელიან
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას