კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დეპორტი მოქალაქეს, რომელიც უცხოეთში არასდროს ყოფილა

19 ოქტომბერი, 2010
გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში მცხოვრები ლია მამულაშვილი საზღვარგარეთ გასვლას ვერ ახერხებს. თურქმა მესაზღვრეებმა საქართველო - თურქეთის საზღვრიდან ის უკან უკვე ორჯერ მოაბრუნეს. ლია მამულაშვილს საქართველოში თურქეთის საელჩოში განუმარტეს, რომ მას თურქეთის ტერიტორიაზე დანაშაული აქვს ჩადენილი და სამუდამო დეპორტი აქვს. მამულაშვილი ამბობს, რომ ის საზღვარგარეთ არასდროს ყოფილა.

მომხდართან დაკავშირებით შს გურჯაანის სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, ლია მამულაშვილის პასპორტით თურქეთში უცნობი პირი იმყოფებოდა. მამულაშვილის თქმით, ცოტა ხნის წინ მას პასპორტი პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა სთხოვა, მიზეზი მისთვის არ უთქვამს.

„შვილი სტუდენტია და საზღვარგარეთ სტაჟირებაზეა წასასვლელი. ჩემი პრობლემის გამო კი საქართველოდან გასვლას ვერ ახერხებს, საბუთები წესრიგში არ არის“, - ამბობს მამულაშვილი.

ვიდეომასალა შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე: http://www.ick.ge/ka/videogallery/3228-2010-10-19-10-19-08.html 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები