21:12, Monday, 21.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

თბილისის მერია ირაკლი კაკაბაძეს უჩივის

20.10.2010
თბილისის მერია მწერალ ირაკლი კაკაბაძეს უჩივის. მერია კაკაბაძისგან 2000 ლარამდე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.

მერიის მტკიცებით, 2010 წლის აგვისტოში, ბუშის ქუჩაზე საპროტესტო აქციისას ირაკლი კაკაბაძემ და აქციის კიდევ ორმა მონაწილემ, პოეტებმა ალეკო ჩიღვინაძემ და შოთა დიღმელაშვილმა ჯორჯ ბუშის და აეროპორტის მანიშნებელი ბანერი დააზიანეს.

როგორც ირაკლი კაკაბაძის ადვოკატმა ლიკა წიკლაურმა განაცხადა, მერიამ წარმოადგინა ხელშეკრულებები, რითაც ადასტურებს, რომ ორივე ბანერი გამოცვალეს და მისი გამოცვლა 2 000 ლარამდე დაჯდა.

წიკლაურის თქმით, აქციის მონაწილეებს აეროპორტის მანიშნებელი ბანერი არ დაუზიანებიათ. ისინი აღიარებენ, რომ ბუშის ბანერი დააზიანეს, თუმცა ამას გამოხატვის თავისუფლებად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ამისთვის პასუხი არ უნდა აგონ.

2010 წლის აგვისტოში ბუშის ქუჩაზე ირაკლი კაკაბაძემ და მისმა მეგობრებმა აქცია გამართეს, სადაც ქუჩისათვის ბუშის სახელის გადარქმევა მოითხოვეს და ბუშის ბანერს ულვაშები დაახატეს.

აქციის დროს კაკაბაძე, ჩიღვინაძე და დიღმელაშვილი პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და ადმინისტრაციული წესით 400-ლარიანი ჯარიმა შეუფარდეს.

რაც შეეხება მერიასთან დავას, სარჩელი მერიამ აღძრა. მერიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა. დღეს, 13:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ სარჩელზე მოსამზადებელი სხდომა გაიმართება.

ირაკლი კაკაბაძე სასამართლო სხდომას ვერ დაესწრება, ვინაიდან აშშ-ში იმყოფება.

ინტერპრესნიუსი
Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC