კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადვოკატთა საქმეებს სწავლობს

20 ოქტომბერი, 2010
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადვოკატთა საქმეებს სწავლობს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობაში იმ ადვოკატებს შეხვდნენ, რომლებსაც ხელისუფლება დევნის.

ხატიაშვილის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლები შეხვდნენ - ადვოკატ ვლადიმერ ტაბაღუას, რომელსაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრის წერილი წაართვეს; უკანონოდ დაკავებულ ადვოკატ მარიამ იველაშვილის დედას; შალვა ხაჭაპურიძეს, რომელზეც თავდასხმა მოხდა და საქმე გამოძიებული არ არის; ადვოკატ ნათია ჩირიკაშვილს, რომელსაც ციხეში შესვლის დროს სხვა ადვოკატების მსგავსად ჩხრეკენ და ასევე, ზაზა ხატიაშვილსაც.

„განსაკუთრებით ქალ ადვოკატებს ჩხრეკენ და მკერდს უსინჯავენ, რათა საეჭვო არაფერი შეიტანონ დაწესებულებაში, რაც ადვოკატის შეურაცხყოფაა“, - აღნიშნა ხატიაშვილმა.

ზაზა ხატიაშვილის თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობის დაინტერესება უკავშირდება მის თხოვნას, ადვოკატთა საქმეები შეესწავლათ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები