კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაღაროელები სიღნაღი-თბილისის ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ

20 ოქტომბერი, 2010
სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროს მაცხოვრებლები, რომლებიც მერვე დღეა ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილები, პროტესტის ნიშნად, სიღნაღი - თბილისის ავტომაგისტრალის გადაკეტვას აპირებენ. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადეს, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადი მათ სრულად აქვთ გადახდილი, თუმცა „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ დამატებით დარიცხული თანხების გადახდას ითხოვს.

„კახეთის ენერგოდისტრიბუციის წნორის სერვის - ცენტრში რამდენჯერმე მივედით და ვუთხარით, რომ კონტროლი განეხორციელებინათ საიდან და რატომ გვერიცხება დამატებით თანხები. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, წლებია უკვე ენერგოკომპანია გვაყაჩაღებს. მოვიდნენ და შეისწავლონ, ვინ იპარავს ელექტროენერგიას, თუ მართლა ზედმეტი დანახარჯია, ვიდრე ჩვენ მოვიხმართ. ან მათ მიერ დაყენებული საუბნო მრიცხველი სწორია? რასაც უნდათ იმას წერენ. პურის ფულს ძლივს შოულობს ხალხი, მაკარონს, ზეთს და მარილს ნისიად ვიღებთ და ესენი ყოველთვე 10, 15 და 20 ლარს გვძალავენ“, - აღნიშნეს მაღაროს მაცხოვრებლებმა.

ს/ს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ჟანა დიდებაშვილის განცხადებით, მაღაროს მაცხოვრებლებს ელექტროენერგიის საფასური სრულად არ აქვთ გადახდილი. „სემეკ-ის დადგენილების საფუძველზე გადახდა ხდება კომუნალური მრიცხველის ჩვენების შესაბამისად. ენერგოკომპანიას ფიზიკურად არ ეყოფა იმდენი ადამიანი, რომ ყველა ბოძის ძირში ვინმე დააყენოს და კონტროლი გაუწიოს, ვინ იპარავს ელექტროენერგიას. ამას ვერ გავაკონტროლებთ“, - აღნიშნა დიდებაშვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი    

ახალი ამბები