კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო მედიის თავისუფლების ხარისხით მსოფლიოში მე-100 ადგილზეა

20 ოქტომბერი, 2010
საერთაშორისო ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" კვლევაში საქართველო მედიის თავისუფლების ხარისხით მე-100 ადგილზეა. 2009 წელს საქართველომ ამავე ინდექსში 81 ადგილი დაიკავა .

პირველი ხუთეულში შედიან ფინეთი, ისლანდია, ნიდერლანდებების სამეფო, ნორვეგია, შვედეთი.

ორგანიზაციის განმარტებით განცხადებაში თავისუფლების ინდექსის გარდა, საქართველოზე არაფერია ნათქვამი.

ამასთან, ორგანიზაციის ოფიციალურ საიტზე განთავსებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკონომიკური და ინსტიტუციური განვითარება და მედიის თავისუფლება პირდაპირპროპორციული არ არის.

"ამ ტენდენციის მაგალითებად შეგვიძლია დავასახელოთ რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია. რუსეთმა წელს 140-ე ადგილი დაიკავა. ჩინეთი, ბლოგოსფეროს განვითარების მიუხედავად, მაინც ამ ნეგატიური ტენდენციის მქონე სახელმწიფოების რიცხვში შევიდა. შემაშფოთებელია, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ინდექსი ეცემა და, ამასთან ერთად, ისინი კარგავენ ავტორიტეტს ადამიანთა უფლებების დაცვის სფეროში", _ ნათქვამია ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ჟან ფრანსუა ჯულიარის განცხადებაში.

განცხადებაში, ასევე, აღნიშნულია, რომ ინდექსის ვარდნის ტენდენცია აქვთ უკრაინას, ფილიპინებს, საბერძნეთს და ყირგიზეთს.

ორგანიზაციამ ჟურნალისტებისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნების სიაც გამოაქვეყნა. პირველ სამეულში შევიდნენ ერიტრეა, ჩრდილოეთ კორეა და თურქმენეთი.

ეს არის ორგანიზაციის მე-9 ყოველწლიური გამოკვლევა.

კვლევის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე:
http://www.rsf.org/IMG/CLASSEMENT_2011/GB/C_GENERAL_GB.pdf

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები