კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიხეილ სააკაშვილის „საუკუნის აფერა“

20 ოქტომბერი, 2010
„ლეიბორისტული პარტია“ მიხეილ სააკაშვილს სახალხოდ გამოთქმულ სიცრუეში და ე.წ. „საუკუნის აფერის“ განხორციელებაში ადანაშაულებს.
 
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ძაგანიამ განაცხადა, საქართველოს პრეზიდენტმა 15 ოქტომბერს, პირდაპირ ეთერში მთელი ქვეყნის გასაგონად წაიკითხა, ვითომცდა ვენეციის კომისიის გენერალური მდივნისგან მიღებული შეტყობინება, სადაც სრულად იზიარებდა და დადებით შეფასებას აძლევდა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებებს.

ძაგანიას თქმით, „ლეიბორისტულმა პარტიამ“ ვენეციის კომისის გენერალურ მდივანს, თომას მარკერტს გაუგზავნა შეკითხვა, მართლა დაუდასტურა თუ არა მიხეილ სააკაშვილს კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერა; პასუხად კი, ძაგანიას თქმით, პარტიამ ვენეციის კომისიის ოფიციალური დოკუმენტი და თომას მარკერტის განმარტება მიიღო, რომ ეს დოკუმენტია ერთადერთი ოფიციალური შეფასება კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით.

კახა ძაგანიას თქმით, ეს წერილი გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ტელეფონზე ვენეციის კომისიის გენერალური მდივნისგან რაიმე შეტყობინება მიიღო.

გარდა ამისა, კახა ძაგანიას განცხადებით, კომისიის შეფასებაში საკონსტიტუციო ცვლილებების აბსოლუტურ მხარდაჭერაზე საუბარი არ არის და მასში უამრავი ხარვეზი და შენიშვნაა დაფიქსირებული.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები