კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ედვარდ სურმანიძე გერმანელი ბიზნესმენის წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს

20 ოქტომბერი, 2010
პარლამენტის ყოფილი წევრი ედვარდ სურმანიძე გერმანელი ბიზნესმენის, პიტერ შვემლეს წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებს.

სურმანიძე სასამართლოსგან შვემლესთვის ვალის დაბრუნების დაკისრებას ითხოვს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურმანიძის ადვოკატმა, მერაბ გვილავამ განუცხადა, აქვთ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ვალის არსებობას. კერძოდ - ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი ვალის არსებობის, 2008 და 2009 წლების დოკუმენტები შვემლეს მიერ ვალის აღიარების შესახებ, გრაფიკის დადგენის დოკუმენტი და ა.შ.

„გერმანელი ინვესტორი სურმანიძეს ყოველ მეორე დღეს პირდებოდა ვალის გასტუმრებას, თუმცა თაღლითობდა და ვალს არ აძლევდა. ჩვენ არ უარვყოფთ, რომ მის ოფისში მივდიოდით. რა გასაკვირია, რომ მევალესთან მიხვიდე და, თუნდაც 4 საათი დაჯდე ოფისში. სურმანიძის გარდა, გერმანელ ბიზნესმენს სხვისი ვალებიც აქვს, მათ შორის ორი ცნობილი ადამიანის, თუმცა ისინი ერიდებიან ამის გახმაურებას“, - განაცხადა გვილავამ და აღნიშნა, რომ ვალთან დაკავშირებით საქმის წარმართვას სასამართლოში მოერიდნენ, ვინაიდან გერმანელი ინვესტორი ვალის დაბრუნებას პირდებოდა. შემდეგ კი, პროვოკაცია მაუწყო. ადვოკატი ვალის ოდენობის დაკონკრეტებისგანაც თავს იკავებს.

გვილავას თქმით, სურმანიძეს ვალის დასაბრუნებლად არანაირი იძულება შვემლეს მიმართ არ გამოუყენებია და არც თავისუფლება აღუკვეთავს. სურმანიძე დანაშაულს არ აღიარებს. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და სასჯელაღსრულების გლდანის #8 საპყრობილეში იმყოფება.

სურმანიძესთან ერთად, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ გიორგი ბერულავას და მურთაზ მეურმიშვილს. სამივე მათგანი შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა 16 ოქტომბერს დააკავეს.

მათ ბრალად ედებათ საქართველოში ჩამოსული გერმანელი ინვესტორისთვის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები ბიზნესმენს დაშინებით და სიცოცხლის მოსპობის მუქარით აიძულებდნენ 270 000 ამერიკული დოლარის გადახდას. დანაშაული ითვალისწინებს ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები