კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილი მოხუცი სამშენებლო კომპანიას ელექტროენერგიის მოპარვაში ადანაშაულებს

21 ოქტომბერი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

ქალაქ გორში ცხინვალის გზატკეცილზე სტუდბინაში მცხოვრები სამაჩაბლოდან 90-იან წლებში დევნილი, მარტოხელა 81 წლის სიმონ ფეხშველაშვილი, ელექტროენერგიის გარეშე ცხოვრობს. მეორე სართულზე მდებარე მისი ბინიდან მეზობლის ბინაში პირველ სართულზე წყალიც ჩადის.

2009 წელს მაისიდან სამშენებლო კომპანია „ნიუ ენერჯიმ“ სტუდბინაში კაპიტალური სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. სარემონტო სამუშაოებისას მობინადრეები და მათ შორის, ფეხშველაშვილი დროებით ტურბაზაში გადაიყვანეს. უკან დაბრუნებისას კი მან აღმოაჩინა, რომ „ნიუ-ენერჯის“ მიერ განხორციელებული სამუშაოების დროს გამოყენებული ელექტროენერგიის საფასური მათი გადასახდელია.
 
ოფიციალურად, „ნიუ-ენერჯიმ“ სამუშაოები 2009 წლის მაისში დაიწყო და 2010 წლის მაისში დაამთავრა. 2010 წლის 11 თებერვლის აქტით, ირკვევა, რომ ერთი წლის განმავლობაში სამშენებლო კომპანიას უზარმაზარ კორპუსში ჩატარებული სამუშაოების გამო მხოლოდ 2 688 ლარი 58 თეთრი დაუხარჯავს. აქტს ხელს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რეგიონული სამმართველოს უფროსი მანანა ჭამპურიძე, ხოლო მეორეს მხრივ სამშენებლო კომპანია ,,ნიუ-ენერჯის" წარმომადგენელი გორში ი. ხმალაძე აწერენ.

სხვა რაიმე დამამტკიცებელი საბუთი, რომ ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ აღნიშნული რაოდენობის ელექტროენერგია მოიხმარა „ნიუ-ენერჯიმ“ არ ჩანს. აქტის მიხედვით, ასევე არ იკვეთება „ნიუ-ენერჯის“ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა სად აისახა - რომელ მრიცხველზე და ა.შ.

„ვარ სოციალურად დაუცველი 81 წლის მოხუცი. ვცხოვრობ 10 კვ.მ უკუხნო ოთახში. სამშენებლო კომპანია „ნიუ-ენერჯის“ სამშენებლო კომპანიამ სტუდბინაში დაიწყო კაპიტალური რემონტი 2009 წლის მაისში და დაამთავრა 2010 წლის მაისში. აღნიშნულ პერიოდში დროებით გადავედი საცხოვრებლად გორის ტურბაზაში. ჩემი კუთვნილი ელექტროენერგია 278 ლარის ოდენობით დახარჯა აღნიშნულმა კომპანიამ“, - აცხადებს სიმონ ფეხშველაშვილი.

როგორც სიმონ ფეხშველაშვილი ირწმუნება, „ნიუ-ენერჯის“ მიერ გახარჯული ელექტროენერგიის ხარჯის დაფარვის თანხაში არ შევიდა ის ნარჩემი 278 ლარი, რომელსაც ამჟამად, ენერგო-კომპანია მას სთხოვს.

აღნიშნული პრეტენზიის საპასუხოდ არსებობს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის კონსტანტინე მგელაძისადმი მიწერილი შპს „ნიუ-ენერჯის“ გენერალური დირექტორის ზ. ჯიქიას წერილი, სადაც ჯიქია მუნიციპალური განვითარების ფონდის მაშინდელ დირექტორს არწმუნებს, რომ ფეხშველაშვილმა თავად მოიხმარა ის სადავო ელექტროენერგია.

ჯიქიას პასუხიდან ვერ დასტურდება ის ფაქტი, მართლაც 2010 წლის იანვარში ჩაიბარა თუ არა სიმონ ფეხშველაშვილმა ბინა, რომლის ფართი არასრულყოფილადაა გარემონტებული, რადგან შესაბამისად, არ არსებობს კომპანიასა და ფეხშველაშვილს შორის მიღება-ჩაბარების აქტი. ოფიციალურად, კომპანია „ნიუ-ენერჯიმ“ სარემონტო სამუშაოები 2010 წლის მაისში დაასრულა, ხოლო მის მიერ გახარჯული ელექტროენერგიის რაოდენობა იმ საერთო მრიცხველზე ფიქსირდებოდა, რომელიც იმ პერიოდში ინდივიდუალური მრიცხველების არ მქონდე სტუდბინაში არსებბდა.

2010 წლის 1 თებერვლისთვის, მთლიანად სტუდბინაში ელქტროენერგიის დავალიანება იყო 20 886 ლარი. ამ 20 886 ლარიდან სტუდბინის მოსახლეობამ 18 188 ლარი დაფარა, ხოლო კომპანიამ მხოლოდ 2 688 ლარი.

აქედან, გამომდინარე, საინტერესოა, კოლექტიური მრიცხველის პირობებში, როგორ გამოიანგარიშა „ნიუ-ენერჯიმ“ საკუთრივ მის მიერ დახარჯული 2 688 ლარი, ხოლო მაცხოვრებლებმა - 20 886 ლარი?

მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ლევან ჭიჭინაძეს სიმონ ფეხშველაშვილის პრობლემასთან დაკავშირებით, მოკლე და კონკრეტული პასუხი აქვს: „თუ რა მოტივით მოახდინა გორის ენერგოკომპანიამ დავალიანების დარიცხვა მის პირად ბარათზე, ასეთი საკითხების განხილვა სცილდება სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის კომპეტენციის ფარგლებს“.

ახალი ამბები