კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სიღნაღის სასამართლო გათავისუფლებული პედაგოგების სარჩელების განხილვაზე უარს ამბობს

22 ოქტომბერი, 2010
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან გათავისუფლებული პედაგოგები სიღნაღის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ხვიჩა კიკილაშვილის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. სასამართლოს თავმჯდომარემ ბაჟის წინასწარი გადახდის გარეშე პედაგოგების სარჩელების წარმოებაში მიღებაზე უარი განაცხადა. სასამართლო თითოეული პედაგოგისგან 100 ლარის გადახდას ითხოვს.

პედაგოგების თქმით, შრომით დავებზე ბაჟი არ გადაიხდება, თუმცა სასამართლოში აცხადებენ, რომ სარჩელებს სამოქალაქო წესით განიხილავენ, სამოქალაქო საქმეებზე კი ბაჟის მინიმალური რაოდენობა 100 ლარია.

გათავისუფლებული მასწავლებლების თქმით, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით პედაგოგებს უფლებების დაცვის საშუალებას არ აძლევს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მონაცემებით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებიდან 200-ზე მეტი მასწავლებელია გათავისუფლებული. 

კახეთის საინფორმაციო ცენტრი 

ახალი ამბები