კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ასლან აბაშიძეს საჩივარი არ დაუკმაყოფილა

22 ოქტომბერი, 2010
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს, ასლან აბაშიძეს საჩივარი არ დაუკმაყოფილა.

შესაბამისად, უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, აბაშიძეს 15-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

აბაშიძეს ბრალად ედება სამსახურებრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენება, სახელმწიფოს კუთვნილი ქონების დაზიანება და სახელმწიფო და საზოგადოებრივი ქონების განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გატაცება გაფლანგვით.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურზე ამ დრომდე ძებნაა გამოცხადებული. მან საქართველო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ექვს თვეში დატოვა. არსებული ინფორმაციით, იგი თავს მოსკოვს აფარებს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრება უზენაეს სასამართლოშია შესაძლებელი.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები