კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ურუზმაგ ქარქუსოვი: „სისხლის სამართლის საქმის აღძვრით და დაპატიმრებით მაშანტაჟებენ“

25 ოქტომბერი, 2010
ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ურუზმაგ ქარქუსოვი თანამდებობიდან მის გათავისუფლებას პოლიტიკურ პარტიაში მოღვაწეობას უკავშირებს .

„გათავისუფლების მიზეზი ჩემი ეკონომიკური პროგრამაა, რომელიც გახდა პოლიტიკური პლატფორმა ახლად შექმნილი პოლიტიკური პარტიისა „დემოკრატიული განახლება - ჩვენი საქართველო გაბრწყინდება (ჩვენები)“; სულ მოკლე ხანში ამ პარტიის წევრების რიცხვმა 200 ათას ადამიანს მიაღწია, რადგან ხალხს აქვს მოთხოვნილება დემოკრატიული განვითარების“, - ნათქვამია ქარქუსოვის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში.

ქარქუსოვი მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში ყველა ადამიანს, მათ შორის მინისტრის მოადგილესაც, უფლება აქვს გამოთქვას საკუთარი აზრი და არ უნდა ეშინოდეს, რომ გათავისუფლებული იქნება სამსახურიდან ან დაიჭერენ ან სხვა მეთოდებით მოახდენენ მასზე ზეწოლას.

„მაგრამ სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ჩვენს სახელმწიფოში ყველაფერი ისე არ არის, როგორც საჭიროა. უფრო მეტიც, მაშანტაჟებენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრით და დაპატიმრებით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ურუზმაგ ქარქოსოვის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება, მიმდინარე კვირას, პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მიიღო. ეკონომიკის სამინისტროში ამის მიზეზად „ქართული ენის არ ცოდნა და შეუთანხმებელი მივლინებები“ დაასახელეს.Qქარქუსოვი მინისტრის მოადგილის პოსტს 2007 წლიდან იკავებდა.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები