კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ლილოს ბაზრობის მოვაჭრეები დაცვის თანამშრომლებს საქონლის გატაცებაში ადანაშაულებენ

25 ოქტომბერი, 2010
ლილოს ბაზრობის მოვაჭრეები ისმაილ მამედოვი და დავით შუკაკიძე ბაზრობის დაცვის თანამშრომლებს 30 000 ლარის ღირებულების საქონლის გატაცებაში ადანაშაულებენ.

როგორც დაზარალებულების ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, საქმე ერთი წლის წინ მომხდარ დანაშაულს ეხება. საქონლის გატაცებასთან დაკავშირებით პროკურატურაში დამოძიებაც დაწყებულია, თუმცა ეჭვმიტანილებს (დაცვის ორ თანამშრომელს, რომელთა გვარებიც ცნობილია) არ აკავებენ.

მისი განმარტებით, დაცვის აღნიშნული თანამშრომლები რამდენიმე დღის წინ ლილოს ბაზრობაზე, „ეროვნულ ფორუმთან“ ინციდენტშიც მონაწილეობდნენ და გადაღებულ კადრებშიც ჩანან.

ხაჭაპურიძის განცხადებით, გამოძიება წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს. მამედოვი და შუკაკიძე დაზარალებულადაც არიან ცნობილი. არსებობს მოწმეების ჩვენებები და სხვა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ დაცვის თანამშრომლებმა გაიტაცეს საქონელი, თუმცა მათ პასუხს არ აგებინებენ.

„ბაზრობის დაცვის უფროსსაც ვესაუბრეთ. მან გვითხრა, რომ დაცვის ამ თანამშრომლებს სოდ-ი მფარველობს - მაგათ ვერაფერს ვეუბნებით, კოდუას დედა მფარველობსო; თუ მოგვაშორებთ, ძალიან დამავალებთო. პროკურატურაში კი მითხრეს, რომ დაცვის ამ თანამშრომლებს ვერ დასჯიდნენ. აღნიშნეს, რომ იქ მაფიააო. ასე რომ, მფარველობენ, ლილოს ინციდენტისას იმიტომ იყვნენ დიდ გულზე და მუშტი-კრივი გაუმართეს „ფორუმის“ წევრებს. მფარველი რომ არ ჰყავდეთ, ამდენს ვერ გაბედავდნენ“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

მისი ინფორმაციით, მამედოვისა და შუკაკიძის საქონელი 2009 წლის აპრილში გაიტაცეს.

ინტერპრენიუსი

ახალი ამბები