კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატრიოტთა ბანაკის ყოფილი იდეოლოგი ჟურნალისტს მუქარის წერილებს უგზავნის

25 ოქტომბერი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

21 ოქტომბერს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისის ჟურნალისტმა ელექტრონულ ფოსტაზე შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი წერილი მიიღო. ტექსტის ავტორი გორის თეატრის ყოფილი რეჟისორი ლაშა ჯოხაძეა. იგი პატრიოტთა ბანაკებში 2008 წლამდე კულტურული ღონისძიებების ყოფილი ორგანიზატორი იყო. „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მიმართავს შიდა ქართლის პროკურატურას, გამოიძიოს აღნიშნული საქმე და წერილის ავტორი დასაჯოს.

მუქარის წერილის გაგზავნისას ჯოხაძე გორის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორის თანამდებობიდან 2 დღის გაშვებული იყო. განთავისუფლების მიზეზად, თეატრის ხელმძღვანელობამ  მას „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ორგანიზაციის ჟურნალისტის მიერ მხილებული მაქინაციები დაუსახელა. სამსახურიდან დათხოვილმა რეჟისორმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტს სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ შეურაცხმყოფელი და მუქარის წერილები გაუგზავნა.

გორის თეატრს იერარქიულად ჰყავს: მმართველი, სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი. ჯოხაძე თეატრში შიდა ქართლში ლადო ვარძელაშვილის გუბერნატორობის დროს მიიღეს. გორის თეატრის ყოფილი მმართველის გიორგი მაჭარაშვილისთვის, უცნობია, ვინ მიიღო პატრიოტთა ბანაკში დასაქმებული „რეჟისორი“ გორის თეატრში. „ეგ დიდი ხანი მუშაობდა გორის თეატრში - სადღაც 6 თვე. ვისი რეკომენდაციით მივიღეთ, აღარ მახსოვს“, - ამბობს თეატრის ყოფილი მმართველი გიორგი მაჭარაშვილი, რომელიც თანამდებობიდან 2010 წლის 6 ოქტომბერს კულტურის მინისტრის ბრძანებით გაანთავისუფლეს.

თეატრის ამჟამინდელი ხელმძღვანელია ნოდარ მდინარაძე, ხოლო სამხატვრო ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე. მდინარაძე ადასტურებს, რომ თეატრის ყოფილ რეჟისორს პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა იგი ჟურნალისტმა მაქინაციურ ქმედებაში და ინტრიგების ხლართვაში ამხილა.

2010 წლის 9 ოქტომბერს გორის თეატრში სეზონი სპექტალ „ბოშებით“ გაიხსნა. 14 ოქტომბერს კი გორის თეატრის საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ სეზონი 16 ოქტომბერს გაიხსნებოდა. თეატრში სეზონის გახსნა წინა სეზონის გახსნაზე მყოფმა ჟურნალისტებმა და იქ მყოფმა ადამიანებმა გააპროტესტეს. თეატრის რეჟისორმა ჯოხაძემ მათ განუცხადა, რომ ისინი შეცდომაში შეიყვანეს და წინა სპექტაკლი იყო არა სეზონის გახსნა, არამედ ჩვენება.

ჩვენ შემდგომში დავუკავშირდით, კულტურის სამსახურის უფროს ლევან შავლიაშვილს, რომელსაც ვთხოვეთ, განემარტა, რის საფუძველზე შეიყვანეს მაყურებელი შეცდომაში, როცა ისინი 9 ოქტომბერს სეზონის გახსნაზე ერთხელ უკვე იმყოფებოდნენ. კულტურის სამსახურმა კატეგორიულად უარყო თეატრის რეჟისორის ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ადგილი ჰქონდა გაუგებრობას. ეს გაუგებრობა დამთავრდა იმით, რომ თეატრის რეჟისორი თანამდებობიდან მოხსნეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის ჟურნალისტის ფოსტაზე ჯოხაძემ შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი ტექსტი ამ მოვლენების შემდეგ გაგზავნა.

ახალი ამბები