კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის უნივერსიტეტში არჩევნებზე ჟურნალისტები არ დაუშვეს

25 ოქტომბერი, 2010
საბა წიწიკაშვილი, გორი

21 ოქტომბერს გორის უნივერსიტეტში  აკადემიური საბჭოს არჩევნებზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ მალხაზ მინდიაშვილმა „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისის ჟურნალისტს საარჩევნო უბნის დატოვება მოსთხოვა. კომისიის წევრმა ვანო ბალახაშვილმა განაცხადა, რომ ჟურნალისტები არჩევნებს არ უნდა დაესწრონ.

,,ორ წუთს გაძლევთ დროს“, - გვითხრა კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ მინდიაშვილმა. მინდიაშვილი ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარეა, რომლის სახელწოდებაა „გაეროს ასოციაციის ოფისი“. გარდა ამისა, მისი ძმა გორის სამოქალაქო რეესტრის უფროსია. მის ოფისში არასამთავრობო ორგანიზაციები არაერთხელ შეკრებილან და ინფორმაციის გამჭვირვალობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაზე უსაუბრიათ. მალხაზ მინდიაშვილმა ვერ გაიხსენა ის კანონი, წესდება ან დებულება, რომლის თანახმად, საარჩევნო უბანზე ჟურნალისტს მხოლოდ ორი წუთი აქვს დაყოვნების დრო.

2010 წლის 6 აგვისტოდან გორის უნივერსიტეტს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს. უნივერსიტეტის რექტორის, ზაზა ცოტნიაშვილის წასვლის შემდეგ, აღნიშნულ სასწავლებელს სათავეში  გორის მე-5 საჯარო სკოლის დირექტორი, ასევე ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი ჩაუდგა. მღებრიშვილი სასწავლო პროცესის დაწყებისთანავე დაუბრუნდა სკოლას და 6 სექტემბრიდან უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის თავმჯდომარე გიორგი სოსიაშვილი დაინიშნა.

საარჩევნო კომისიის წევრი ვანო ბალახაშვილი აცხადებს, რომ სამივე ფაკულტეტიდან უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში მხოლოდ თითო-თითო კანდიდატი ჰყავთ წარდგენილი. „მე მაინც მიმაჩნია, რომ ეს არ არის უკონკურენტო არჩევნები“, - მიაჩნია ბალახაშვილს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ოფისმა საარჩევნო პროცესზე დასასწრებად უნივერსიტეტის ადმინისტრაციას წერილობით 20 ოქტომბერს მიმართა. 21 ოქტომბრის არჩევნების შესახებ კი წინდაწინ ცნობილი არაფერი იყო.

სხვათა შორის, ეს ის საარჩევნო კომისიაა, რომლის შემადგენლობით 2008 წლის 22 აგვისტოს (რუსეთის ოკუპაციის პერიოდში) გორის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო „შეკრიბა“ და რექტორი „აარჩევინა“. ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ უკვე წერდა. უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე არ არსებობს უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის მუშაობის დამადასტურებელი რაიმე წესდება, დებულება ან რეგლამენტი.

ახალი ამბები