კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პარლამენტი „თავისუფლების ქარტიის“ განხილვას იწყებს

26 ოქტომბერი, 2010
ფრაქცია „ძლიერი საქართველოს“ თავმჯდომარის, გია თორთლაძის მიერ ინიცირებულ „თავისუფლების ქარტიას“, იგივე ლუსტრაციის შესახებ კანონს, მიმდინარე კვირას საპარლამენტო კომიტეტები განიხილავენ.

პარლამენტის ბიუროს სხდომის გადაწყვეტილებით, კანონპროექტზე იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა და თავდაცვა/უშიშროების კომიტეტები იმსჯელებენ.

კომიტეტებში ჩატარებული განხილვებისა და შესაბამისი დასკვნების წარდგენის შემდეგ, კანონპროექტი პირველი მოსმენით განსახილველად, უკვე პარლამენტის სესიაზე გავა.

„თავისუფლების ქარტია“ „ლუსტრაციის შესახებ“ კანონსა და ე.წ. „პატრიოტის აქტს“ აერთიანებს. თორთლაძის საკანონმდებლო ინიციატივა საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო საზღვრების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და ტვირთების მკაცრ მონიტორინგს, ფინანსური ოპერაციებისა და საბანკო გადარიცხვების კონტროლს, ყოფილი სსრკ-ის სპეციალური სამსახურების საიდუმლო თანამშრომლების რეგისტრაციის, ნებაყოფლობითი აღრიცხვისა და რეესტრის წარმოების მიზნით, სახელმწიფო კომისიის შექმნას, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისა და ლენინური კომიტეტების ყოფილ წარმომადგენლებზე თანამდებობრივი შეზღუდვების დაწესებას და რიგ სხვა ინიციატივებს ითვალისწინებს.

აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტში თითქმის ერთი წელია, ინიცირებულია. რამდენიმე კვირის წინ კი, თორთლაძემ პროექტს კიდევ ერთი ინიციატივა დაამატა, რომლის თანახმად, საქართველოში საბჭოთა-ბოლშევიკური სიმბოლიკა კანონით უნდა აიკრძალოს.
   
ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები