კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თინა ხიდაშელი: „დევნილებს 28-ლარიანი დახმარება მოუხსნეს“

26 ოქტომბერი, 2010
დევნილებს 28-ლარიანი დახმარება მოეხსნათ. ამის შესახებ, თბილისის საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა, „რესპუბლიკელმა“ თინა ხიდაშელმა განაცხადა.

მისი თქმით, 7 ოქტომბერს, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, კობა სუბელიანმა გამოსცა ბრძანება, რითაც დევნილებისთვის 28-ლარიანი დახმარების გაცემის წესი გაუქმდა. ხიდაშელის განცხადებით, ამ ბრძანების შედეგად, მომავალში ვერც ერთი დევნილი ვეღარ მიიღებს სულზე 28-ლარიან დახმარებას. თინა ხიდაშელი ამ ფაქტს ქვეყნის მომავალი წლის ბიუჯეტში, დევნილებისათვის თანხების შემცირებას უკავშირებს.

ხიდაშელის განცხადებით, მათ მოიარეს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა სოფლები და შეხვდნენ მოსახლეობას. მათ აქვთ წყლის, ელექტროენერგიის პრობლემა, არ გააჩნიათ შეშა.

ხიდაშელმა მიმართა ხელისუფლებას, რათა მოხდეს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის უზრუნველყოფა. მან ასევე განაცხადა, რომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს 1 ნოემბრამდე ეძლევა ვადა, რათა საკრებულოში დევნილთა პრობლემებზე მომუშავე ჯგუფთან, 4 ოქტომბერს გამართული შეხვედრისას გაცემული დაპირებები შეასრულოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხიდაშელი აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს 1 ნოემბრის შემდეგ, საქართველოში დევნილთა მდგომარეობის შესახებ, ანგარიშები დაეგზავნებათ.

ინტერპრესნიუსი

ახალი ამბები