17:56, Wednesday, 27.08.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„ნეტარ არიან გლახაკნი, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა“ – გარდაბნის მუნიციპალიტეტის საიტი ბოროტად ხუმრობს

27.10.2010

მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

აირჩიე და თავად მართე – ეს იყო მთავარი სლოგანი, რითაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოქალაქეებს საარჩევნო უბნებზე მისვლას ურჩევდნენ. საზოგადოებამ აირჩია, რის შემდეგაც სლოგანის მეორე ნაწილი - „თავად მართე“ დღის წესრიგიდან ამოვარდა.

არჩეულმა თვითმმართველობის ორგანოებმა მუშაობა წყნარად და ხალხისგან დისტანცირებულად დაიწყეს. რუსთავის, გარდაბნის, ბოლნისის, წალკის და თეთრიწყაროს მოსახლეობას, თუ ტელეპატიური უნარები არა აქვს, ვერაფრით გაიგებს, როდის ეწყობა მისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა, რა საკითხებს განიხილავენ იქ და ა.შ. 

საქართველოს ორგანული კანონი თვითმმართველობის შესახებ, საკრებულოს ავალდებულებს, მოსახლეობას გაცნოს სხდომის თარიღი და ამავე დროს რამდენიმე  დღით ადრე გაავრცელოს ინფორმაცია სხდომაზე განსახილველი საკითხების შესახებ. მიუხედავად ამისა, ქვემო ქართლის შვიდიდან ხუთ მუნიციპალიტეტში ასე არ ხდება.

მუნიციპალიტეტების  ოფიციალური საიტები ერთ-ერთი ფორმა უნდა იყოს საკრებულოს სხდომის დანიშნვის თარიღის დაანონსებისა და  საზოგადოებისთვის განსახილველი  საკითხების გასაცნობად. კანონით თვითმმართველობის გამჭვირვალე მუშაობისთვის ასევე უნდა ქვეყნდებოდეს საკრებულოების ყველა გადაწყვეტილება. თვითმმართველობის მუშაობის აღნიშნული მოთხოვნები შესრულებულია მხოლოდ მარნეულისა და დმანისის მუნიციპალიტეტების მიერ. ამ ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელობა ყველა ზემოთ ხსენებულ ვალდებულებას ასრულებს.

გარდაბანი კი ქართული თვითმმართველობის სისტემაში ახალ ტენდენციას ამკვიდრებს.  შევდივართ გარდაბნის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ საიტზე. აღნიშნული გვერდის ერთ-ერთი განყოფილება სათაურით „საკრებულოს გადაწყვეტილებები“ ასეთ ტექსტს გვახვედრებს Beati pauperes spiritu, quoniam ipsorum est regnum caelorum, რაც ქართულად ნიშნავს - „ნეტარ არიან გლახაკნი, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა“.

რთული სათქმელია, რისი თქმა სურდა ამით გარდაბნის ოფიციალური საიტის მოდერატორს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს მათი საკრებულოს მუშაობის ამსახველი ფრაზა არ არის. ანდა შესაძლებელია გარდაბის საკრებულოს  წევრები ფიქრობენ, რომ არაფრის გაკეთება არ არის საჭირო მოსახლეობისთვის, რადგან ღარიბ მოქალაქეებს სამოთხის კარი ისედაც გაეღებათ.

მათ საიტზე ისევე, როგორც რუსთავის შემთხვევაში, არ არის დაანონსებული საკრებულოს სხდომების თარიღები. არადა, რუსთავის საკრებულოს წევრებმა თავად დაიმტკიცეს დებულება, რომლის 135-ე მუხლში უწერიათ:  „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების გამოქვეყნება და მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს: „ცნობა საკრებულოს მორიგი სხდომის ჩატარების ადგილის, მორიგი სხდომის დაწყებისა და დამთავრების სავარაუდო თარიღის, სხდომის განრიგის, დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე მაინც. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები განთავსებული უნდა იქნეს თვითმმართველი ერთეულის ვებ-გვერდზე „თვითმმართველი ერთეულის ვებ გვერდის დებულებით“ დადგენილი წესით“.

საქართველოს ორგანული კანონი „თვითმმართველობების შესახებ“ მე-5 მუხლშიც ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ერთ-ერთ ძირითად პრინციპად  „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობას“ ასახელებს (მე-5 მუხლი. დ-პუნქტი).

„ინტერნეტი მაქვს და ჩვენი ქალაქის საიტიც ვიცი. თუმცა, არასოდეს წამიკითხია წინასწარ საკრებულოს ჩატარების თარიღი. ძირითადად იცით, როგორი ტექსტებია? აი, როგორც წინასაარჩევნოდ წერდნენ - ჩიქოვანმა ასფალტის დაგების სამუშაოები მოინახულაო... მაგ სტილში წერენ ახლა საკრებულოს მუშაობაზეც. სურვილი მაქვს, ერთხელ მაინც დავესწრო, თუ შემიშვებენ. შემდეგი როდისაა? საიტით თუ არა, ადგილობრივი ტელევიზიით მაინც რატომ არ ამბობენ სხდომის დანიშვნის თარიღს?“ – გვეკითხება რუსთაველი სტუდენტი თეა წიკლაური.

რუსთავის საკრებულოს ჩატარების თარიღი არათუ მოქალაქეებისთვის, ჟურნალისტებისთვისაც ხშირად უცნობია. საკრებულოდან ჟურნალისტებს შერჩევითი პრინციპით იწვევენ. ჩვენთვის უცნობი მიზეზის გამო humanrights.ge ამ ღონისძიებაზე მიწვეულთა სიაში კარგა ხანია, ვერ ხვდება.

რაც შეეხება წალკის მუნიციპალიტეტს, მას ამ ეტაპზე არა აქვს საკუთარი ვებ-გვერდი, სადაც აღნიშნულ საჯარო ინფორმაციას განათავსებდა. ბოლნისში კი საკრებულოს მუშაობის ამსახველ ტექსტებზე მნიშვნელოვნად კულტურული ღონისძიებების დაანონსება მიაჩნიათ. თეთრიწყაროში, ასე ვთქვათ, წარსულს მისტირიან და მათი საკრებულოს მუშაობით დაინტერესებულ პირებს 2009 წლის ანუ წინა საკრებულოს განხილულ საკითხების სთავაზობენ. 

ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის და ასევე გუბერნატორის ოფიციალური საიტის შექმნაზე, რეგიონში ინფორმაციის საჯაროობის გაზრდის მიზნით, საწყის ეტაპზე იზრუნეს გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP)  და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და  თანამშრომლობის (Sida) სააგენტომ იზრუნეს.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
როგორ აფასებთ თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დაკავებას?
დააკავეს რეალური დანაშაულისათვის, საპროცესო ნორმების დაცვით დააკავეს რელური დანაშაულისათვის, მაგრამ საპროცესო ნორმების დარღვევით დააკავეს არარეალური ბრალდებით, პოლიტიკური მოტივებით მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
ხანგრძლივი და რთული მოსამზადებელი პერიოდის, წვალების შემდეგ 30 ივლისს სარაევოში ჩავფრინდით. ცუდი მეტეოპირობების გამო, დაფრენის დროს განცდილი დიდი შიშის მიუხედავად, თვითმფრინავის ილუმინატორიდან სარაევოს
ვრცლად...
მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
არქივი
    

რედაქტორის აზრი

რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
„მართლმსაჯულების ხარვეზები“ - რბილად ასე ვუწოდებთ იმ სისტემურ პრობლემებს, რაც ქართულ მართლმსაჯულებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის წლებში ახასიათებდა. 
ვრცლად...
პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
შემოდგომის ბუზი
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC