03:17, Sunday, 08.12.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დევნილებმა ხმა ვერავის მიაწვდინეს

27.10.2010

ინგა გვასალია, სამეგრელო

ხობში სახოკიას ქ.#12 „შარაგზამშენი 1“-ის შენობაში აფხაზეთიდან დევნილი რვა ოჯახი 1994 წლიდან ცხოვრობს. შენობა ავარიულია, სახურავი დაზიანებულია და ოთახებში წვიმის დროს წყალი ჩადის. კედლები დაბზარულია და ნესტიანი. მაცხოვრებლები საკუთარი ხარჯებით ვერ ახერხებენ სახურავის გარემონტებას და ზამთარს შიშით ელოდებიან. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ელემენტარულ ყურადღებას ითხოვენ.

„წლებია, ყურადღებას არავინ გვაქცევს. რაც აქ ვცხოვრობთ, ჩვენთვის არავის მოუხედავს. პატრონი არავინ გვყავს. სრულიად შემთხვევით გავიგეთ, რომ შენობა კერძო საკუთრება გამხდარა. შენობაში არც წყალი გვაქვს, არც სააპირფარეშო", - აცხადებს გალის რაიონიდან დევნილი ლეილა სოსელია. მის მეუღლეს გული აწუხებს და ნესტიან ოთახში ცხოვრება უჭირს. შენობაში თითო ოჯახს სამ-სამი ოთახი აქვს გამოყოფილი, სადაც საძილე ოთახი, სამზარეულო და მისაღებია გადანაწილებული. 

ჩვენ დავინტერესდით დევნილების ბედით და შენობის მესაკუთრეს დავუკავშირდით. როგორც გაირკვა, შპს „შარაგზამშენი 1“-ის შენობა 2004 წლიდან ამავე ორგანიზაციის დამფუძნებლის, გივი შენგელიას საკუთრებაა. მან იგი აუქციონის წესით შეიძინა. როგორც თვითონ განგვიმარტა, აუქციონი იმ პერიოდში არსებული საბიუჯეტო დეფიციტის შესავსებად ჩატარდა.

„თანხის ოდენობა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ გეტყვით, რომ ყველაფერი კანონიერად მოხდა. გავიგე, რომ შენობა იყიდებოდა და შევიძინე. ჰუმანური ადამიანი ვარ, დევნილების მდგომარეობაც ძალიან მაწუხებს და მათი იქ ცხოვრების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. კეთილსინდისიერად ვიხდი ქონებისა და მიწის გადასახადს. მომავალში კი, თუ რაიმე ბიზნესისთვის დამჭირდება ეს ფართი, ალბათ, დევნილებმა უნდა დატოვონ შენობა, მაგრამ მანამდე იმედი მაქვს, ადგილობრივი თვითმმართველობა შეძლებს მათ გადაყვანას სხვა ბინებში“, - განაცხადა შენგელიამ.

ჩვენ ხობის ლტოლვილთა და განსახლების განყოფილების უფროსს შორენა ძაძამიასაც დავუკავშირდით. როგორც მან თქვა, ადგილზე ვერაფერს წყვეტენ და ეს საკითხი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს პრეროგატივაა. კითხვაზე, იგეგმება თუ არა ახლო მომავალში ამ ოჯახების ალტერნატიული ფართებით დაკმაყოფილება, ძაძამიამ გვიპასუხა: „რეაბილიტაციის პროცესი დაწყებულია. ჩვენ უკვე გამოვათავისუფლეთ ბაღებისა და მუსიკალური სკოლის შენობები, რადგან სასწავლო პროცესი იწყებოდა და იქ მცხოვრები დევნილები სხვაგან გადავიყვანეთ. მომავალში უნდა გარემონტდეს რამდენიმე ობიექტი და დარჩენილ ოჯახებს იქ გადავიყვანთ, მაგრამ ზუსტი დრო ჩვენთვის ცნობილი არ არის“.

როგორც გაირკვა, „შარაგზამშენი 1“-ის შენობაში მცხოვრები დევნილების ბედი გაურკვეველია და უახლოეს პერსპექტივაში მათი ცხოვრების პირობების გაუმჯობესების შანსი ნაკლებია. დევნილებმა დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს როგორც ადგილობრივ უწყებებს, ასევე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროსაც, მაგრამ - უშედეგოდ.  სამინისტროს ბოლო განცხადებით 19 აპრილს მიმართეს, რაზეც პასუხი დღემდე არ მიუღიათ. განცხადებაში მათ დაწვრილებით აღწერეს თავიანთი გაუსაძლისი მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება მოითხოვეს.

ამ წლების განმავლობაში შენობაში მხოლოდ ხუთი მეტალოპლასტმასის ფანჯარა ჩაისვა და ისიც შენობის მეპატრონემ გააკეთა საკუთარი ხარჯებით. საქართველოს ხელისუფლება ყველა დევნილს საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ჰპირდება. იმედია, ამ რვა დევნილი ოჯახისთვისაც გამოიძებნება საცხოვრებელი ახლო მომავალში.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC